"ყველა ვხედავთ, მიშელის შეთანხმების იმპლემენტაცია ჭრიალით რომ მიდის - ვისაც არ ეზარება, ყველა ცდილობს, დაარღვიოს. ჩვენ პატიოსნად მივყვებით" - კვირის პალიტრა

"ყველა ვხედავთ, მიშელის შეთანხმების იმპლემენტაცია ჭრიალით რომ მიდის - ვისაც არ ეზარება, ყველა ცდილობს, დაარღვიოს. ჩვენ პატიოსნად მივყვებით"

"ყველა ვხედავთ, მიშელის შეთანხმების იმპლემენტაცია ჭრიალით რომ მიდის - ვისაც არ ეზარება, ყველა ცდილობს, დაარღვიოს. ჩვენ პატიოსნად მივყვებით", - ამის შესახებ "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ამ ვითარებაში კარგია, რომ შარლ მიშელი ჩამოდის.

"შარლ მიშელისა და ელჩების მხრიდან ადრეც ითქვა, რომ ერთია შეთანხმება და მეორეა, განხორციელება. ყველა ვხედავთ, შეთანხმების იმპლემენტაცია ჭრიალით რომ მიდის - ვისაც არ ეზარება, ყველა ცდილობს დაარღვიოს. ჩვენ პატიოსნად მივყვებით. "ლელომ" შეთანხმებას ხელი მოაწერა და საარჩევნო რეფორმას მხარი არ დაუჭირა, "ნაციონალური მოძრაობა" ხელს არ აწერს. "ქართულ ოცნებას" როგორც კი წაუყრუებ, იმ წამსვე არღვევს, მაგალითად, მოსამართლეების ნაწილში," - განაცხადა ელისაშვილმა.