ჯორჯ ბუშის განცხადებით, ანგელა მერკელთან ყველაზე დიდი უთანხმოება საქართველოს საკითხთან დაკავშირებით ჰქონდა - კვირის პალიტრა

ჯორჯ ბუშის განცხადებით, ანგელა მერკელთან ყველაზე დიდი უთანხმოება საქართველოს საკითხთან დაკავშირებით ჰქონდა

"ანგელა მერკელსა და მე გარკვეული უთანხმოებებიც გვქონდა, ერთ-ერთი უდიდესი უთანხმოება იყო უნდა მიეღო თუ არა საქართველოს ნატო-ს წევრობის განაცხადთან დაკავშირებული პროცედურა, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა "დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, გერმანიის კანცლერს ამ საკითხთან დაკავშირებით ურყევი პოზიცია ჰქონდა და მიიჩნევდა, რომ ამის გაკეთება სწორი არ იყო.

"ანგელა მერკელსა და ჩემს შორის გარკვეული უთანხმოებებიც არსებობდა. ერთ-ერთი უდიდესი უთანხმოება იყო, უნდა მიეღო თუ არა საქართველოს ნატო-ს წევრობის განაცხადთან დაკავშირებული პროცედურა. მას ძალიან ურყევი პოზიცია ჰქონდა და ფიქრობდა, რომ ეს არ იყო სწორი ნაბიჯი. მე კი მივიჩნევდი, რომ ამის გაკეთება სწორი იყო“, - აღნიშნა ექსპრეზიდენტმა.