"ქართული ოცნება" ყოველ ზღვარსაა გადასული საქართველოს პარტნიორებთან დაკავშირებით" - კვირის პალიტრა

"ქართული ოცნება" ყოველ ზღვარსაა გადასული საქართველოს პარტნიორებთან დაკავშირებით"

"სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობა და ხელისუფლების მიერ 19 აპრილის შეთანხმების დარღვევა მიუთითებს, რომ "ქართული ოცნება" არის ყოველ ზღვარს გადასული საქართველოს პარტნიორებთან დაკავშირებით", - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებების კომენტირებისას აღნიშნა.

მისივე შეფასებით, სახელმწიფო დეპარტამენტის და სახელმწიფო მდივნის განცხადებები ნიშნავს სერიოზული შეშფოთების მკაცრს ტონში გამოხატვას საქართველოს საგარეო კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით.

"სახელმწიფო დეპარტამენტი პირდაპირ მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ განაახლოს საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობები. სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობა და ხელისუფლების მიერ 19 აპრილის შეთანხმების დარღვევა მიუთითებს, რომ "ქართული ოცნება" არის ყოველ ზღვარს გადასული საქართველოს პარტნიორებთან დაკავშირებით. პირველ ეტაპზე რასაც ველოდები, არის სანქციები მოსამართლეების მიმართ და მეორე ეტაპზე, დაუყონებლივი რეაგირება ღარიბაშვილის ხელისუფლების მიმართ. ჩვენ ვნახეთ ევროკავშირის ელჩების განცხადებაც, რომელიც იყო ძალიან მწვავე და მითითებული იყო, რომ ხელისუფლება ახალისებს ძალადობრივ ჯგუფებს. დარწმუნებული ვარ, ეს იქნება მიშელის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებასთან კომუნიკაციის მთავარი საკითხი", - აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.