"საჭიროა მკაფიო, ძლიერი გზავნილი საქართველოს ხელისუფლებისგან, რომ ვინც ძალადობა წაახალისა, ამას მათთვის შედეგები ექნება" - კვირის პალიტრა

"საჭიროა მკაფიო, ძლიერი გზავნილი საქართველოს ხელისუფლებისგან, რომ ვინც ძალადობა წაახალისა, ამას მათთვის შედეგები ექნება"

ძალადობა მიუღებელია. საჭიროა მკაფიო, ძლიერი გზავნილი საქართველოს ხელისუფლებისგან, რომ ამას ექნება შედეგები მათთვის, ვინც ეს ძალადობა წაახალისა და ვინც ძალადობრივად დაესხა თავს მოქალაქეებს, რომლებიც მშვიდობიანად სარგებლობენ თავიანთი კონსტიტუციური უფლებით, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

"თუკი არ იქნება მკაფიო შედეგები, მკაფიო გზავნილები იმის შესახებ, რომ ძალადობა არ იქნება შეწყნარებული, ეს კიდევ მეტი ძალადობისკენ წახალისება იქნება. იმ მოქალაქეებისთვის დაცული და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა, რომლებიც თავიანთ კონსტიტუციურ უფლებას იყენებენ, ნებისმიერი მთავრობის ფუნდამენტური პასუხისმგებლობაა“, - აღნიშნა ელჩმა.

"ინტერპრესნიუსი"