"მივესალმები ევროპული საბჭოს, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტების შეხვედრას ბათუმში საერთაშორისო კონფერენციაზე" - კვირის პალიტრა

"მივესალმები ევროპული საბჭოს, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტების შეხვედრას ბათუმში საერთაშორისო კონფერენციაზე"

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება ევროპული საბჭოს, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტების საქართველოში ვიზიტს.

"მოხარული ვარ, მივესალმო ევროპული საბჭოს, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტების შეხვედრას ბათუმში საერთაშორისო კონფერენციაზე", - წერს სალომე ზურაბიშვილი "ტვიტერზე".

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მოწვევით 19 ივლისს ბათუმს უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი, მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვევიან, სადაც ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის" ასოცირებული ქვეყნების ლიდერთა შეხვედრა გაიმართება.

ასოცირებული ქვეყნების ლიდერები და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ერთობლივი შეხვედრის შემდეგ პრესისათვის განცხადებებს გააკეთებენ.

ლიდერთა შეხვედრა გაიმართება, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ,,საქართველოს ევროპული გზის" ფარგლებში".