"მმართველი პარტია ან კლანის ზეგავლენაშია, ან ეს არის რუსული სცენარი, ან კიდევ ორივე ერთდროულად"
"მმართველი პარტია ან კლანის ზეგავლენაშია, ან ეს არის რუსული სცენარი, ან კიდევ ორივე ერთდროულად"
"ის პოლიტიკა, რომელიც ქვეყანაში ტარდება, რუსული რიტორიკა, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ივანიშვილის ჩაწოდებით ახორციელებს, ემსახურება ჩვენი ქვეყნის დაქუცმაცებასა და ხალხის დაპირისპირებას. ამ პროცესის შეჩერების ერთადერთი სწორი გზა პრემიერის გადადგომაა", - ასე ეხმაურება საპარლამენტო ფრაქცია "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე ბოლოდროინდელ მოვლენებს.

"ქართულ ოცნებას" მოუწევს ამ პროცესზე პასუხისმგებლობის აღება. პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობა ქვეყანას უფსკრულისკენ მიაქანებენ. მათი მესიჯბოქსი ფუჭია. ვაპროტესტებთ ჟურნალისტებზე თავდასხმას, რუსულ კურსს, შარლ მიშელის დოკუმენტის შეუსრულებლობას, მოსამართლეების დანიშვნას, რომელიც "ნაციონალური
მოძრაობიდან" გადმოიბარეს და ჩააცემენტეს. გამოსავალია მშვიდობიანი პროტესტი, გარდამავალი მთავრობა და ადგილობრივი არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარება", - აცხადებს "ლელოს" ლიდერი. რატომ გახდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი შარლ მიშელის ხელშეკრულების ის პუნქტი, რომელიც სასამართლოს ეხება, რა პასუხი აქვს
ოპოზიციას პრემიერის განცხადებაზე, რომელიც ამბობს, რომ ოპოზიცია საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობის გაფუჭებას რუსეთის სასარგებლოდ ცდილობს, და რამდენად რეალურია გარდამავალი მთავრობის შექმნის იდეა, ამის შესახებ "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე­ გვესაუბრება:

- "ოცნების" მიერ შეთანხმების დარღვევა და სასამართლო რეფორმისთვის დაბრკოლების შექმნა მიუღებელი და დემოკრატიული პროცესისათვის უკიდურესად საშიში ნაბიჯია. მმართველმა პარტიამ დაარღვია შარლ მიშელის მედიაციით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება, რაც ნიშნავს ჩვენი დასავლელი პარტნიორების მედიაციით მიღწეული შეთანხმების პირდაპირ და უხეშ უგულებელყოფას, რაზეც უკვე აშშ-ისა და ევროკავშირის წარმომადგენლობების განცხადებებშიც ნათლად იკითხება.

- "ოცნების" ლიდერები, ირაკლი­ კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, არჩილ თალაკვაძე­ ირწმუნებიან, რომ ზედმიწევნით გაითვალის­წინეს ვენეციის კომისიის რეკომენდაცია,­ რომლის­ თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსა­მართლეების ერთი ნახევარი მეცხრე, ხოლო მეორე ნახევარი - მეათე მოწვევის პარლამენტს უნდა აერჩია. მათივე ვერსიით, მანამდე გატარდა ე.წ. პირველი,­ მეორე, მესამე და მეოთხე­ ტალღის­ რეფორმები, რომლებმაც საერთაშორისო პარტნიორების დადებითი შეფასება დაიმსახურა. გატარდა საკონსტიტუციო­ რეფორმაც და ჩამოყალიბდა სასამართლო ხელისუფ­ლების თავის ახალი რედაქცია, რომელმაც ვენეციის კომისიის მაღალი შეფასება მიიღო. შესაბამისად, "ოცნების"­ ლიდერები ფიქრობენ, რომ ცალკეული­ ჩინოსნების არაკეთილსინდისიერების გამო მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს მიეწოდება დამახინჯებული ინფორმაცია...
- მოდი, ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ! ძალიან დიდი ინფორმაციის აღრევა ხდება იმისთვის, რომ სიმართლე დაიკარგოს. სიმართლე კი ასეთია - 19 აპრილის შეთანხმებაში შავით თეთრზე წერია, რომ მოსამართლეთა დანიშვნა უნდა შეჩერდეს, სანამ სათანადო კანონმდებლობას არ მივიღებთ და ის არაფერ შუაშია ვენეციის კომისიის დასკვნასთან. ვენეციის კომისიის დასკვნა უნდა იქნეს გათვალისწინებული კანონმდებლობაში, რომელიც მართლმსაჯულების სისტემას შეეხება. ძალიან მარტივია, ჯერ კანონი უნდა მიიღო, შეცვალო სისტემა და მერე აირჩიო მოსამართლეები. ე.ი. მმართველი პარტია ან კლანის ზეგავლენაშია, ან ეს არის რუსული სცენარი, ან კიდევ ორივე შემთხვევასთან ერთდროულად გვაქვს საქმე.

- თავის მხრივ, პრემიერი ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ ოპოზიცია ემსახურება რუსულ სცენარს, როდესაც ცდილობს საქართველოს ხელისუფლებისა და სტრატეგიული პარტნიორის ურთიერთობა გააფუჭოს. დაბნეულმა ამომრჩეველმა როგორ უნდა გაიგოს, რეალურად ვინ ემსახურება რუსულ საქმეს?
- ვინც არღვევს ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების შუამავლობით დადებულ ხელშეკრულებას, ის ემსახურება რუსულ საქმეს. ისრების ოპოზიციისკენ გადმოსროლა და "გაღმით შეედავეს" პრინციპით მოქმედება ასევე რუსული ხელწერაა. ხელშეკრულება დაარღვია "ოცნებამ", რის გამოც ამერიკის საელჩომ ყვითელი მარკერით გახაზა ის პუნქტი, სადაც საუბარია­ მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებაზე და "ტვიტერით" გამოაქვეყნა.­..

- თქვენს ინიციატივას გარდამავალი მთავრობის შესახებ ოპოზიციაში რა გამოხმაურება­ მოჰყვა?
- პირადად მე, ჩვენი ფრაქციისა და დანარჩენი ოპოზიციის წარმომადგენლებიც დარწმუნებული ვართ, რომ ღარიბაშვილს ქვეყანა უფსკრულისკენ მიჰყავს. უკვე გვაქვს­ 49 დეპუტატის ხელმოწერა. ამ ინიციატივისთვის სულ 50 ხელმოწერაა საჭიროა.­ ახლა გამოჩნდება, ვინ არის რეალური ოპოზიცია.­ არ არსებობს ოპოზიცია, რომელსაც ამ მთავრობის შეცვლა არ სურდეს. ეს პროცესი კარგია ლუსტრაციისთვის.

- როგორია თქვენი ალტერნატიული პროგრამა და კაბინეტი?
- როგორც კი ინიციატივას წარვუდგენთ საზოგადოებას, ალტერნატიულ პროგრამასაც წარვადგენთ, კაბინეტსაც და იმ ადამიანებსაც, რომლებსაც კოალიციურ­ პირობებში მთავრობის ჩაბარება შეუძლიათ.

- "ნაცმოძრაობაც" თქვენ გვერდით დგას?
- ყველამ უნდა მიიღოს ამ პროცესში­ მონაწილეობა მხოლოდ ერთი პირობით - მომავალ ძალოვან კაბინეტებში "ნაცმოძრაობის" მინისტრები არ უნდა იყვნენ.

- როგორია მათი აზრი?
- კონსულტაციები ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თუმცა ჩვენი პოზიცია ასეთია.

- საპარლამენტო სხდო­მებს დაესწრებით თუ ბოიკოტს გააგრძელებთ?
- ჩვენ დავესწრებით მხოლოდ იმ სხდომებს, სადაც მიშელის დოკუმენტი­ იქნება განხილული. რაც უფრო ბევრჯერ ჩამოვლენ ჩვენი­ ევროპელი პარტნიორები, მით უფრო ისეთი­ მაღალი რანგის­ პოლიტიკოსები, როგორიც მიშელია, კარგი იქნება. ჩვენთვის გამოწვდილი დასავლელი პარტნიორების ხელი მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, თუმცა ჩვენი პარტნიორების განცხადებები სანქციებისა და ევროკავშირის გრანტის შესახებ ძალიან ცუდია ბიზნესისა­ და საინვესტიციო გარემოსთვის, ეს კი "ქართული ოცნების" სინდისზეა.

- კრიტიკული განცხადებების მიუხედავად, მმართველი გუნდი თითქოს პოზიციას არ ცვლის... როგორი შეიძლება იყოს "ქართული ოცნების" მორიგი ნაბიჯი?
- მე ერთი რამ ვიცი, ასეთი პოლიტიკით­ ქვეყანა ვერ განვითარდება. ვერ დაასახელებთ­ სფეროს, სადაც პრობლემა­ არ გვქონდეს, პანდემიით დაწყებული უმუშევრობით დამთავრებული. ამ ყველაფერს ემატება ჟურნალისტებზე ძალადობა.

- ფიქრობთ, რომ 5 ივლისს ჟურნალისტებს მიზანმიმართულად სცემეს?
- ეს იყო ღარიბაშვილის დაგეგმილი­ და გომელაურის შესრულებული სპეცოპერაცია. ასეთი მოძალადე პოლიტიკური ჯგუფი ხელისუფლებაში არ უნდა იყოს. ტყუილია, თითქოს 5 ივლისს არ ელოდნენ, რომ ჟურნალისტებს­ თავს დაესხმებოდნენ. როდესაც გყავს სუს-ი, უსაფრთხოების სამსახური და კარგადაც იყენებ ამ შესაძლე­ბლობას, როგორ ამბობ, არ ვიცოდი, ჟურნალისტებზე შეტევა თუ იგეგმებოდაო? ან რას ნიშნავს, როდესაც მშვიდობიანი ადამია­ნების დასაცავად გამოგყავს რამდენიმე­ ათეული პოლიციელი და "ოცნების" ოფისს იცავ ასეულობთ კბილებამდე­ შეიარაღებული პოლიციელით? ამას თან ერთვოდა ღარიბაშვილის ძალადობრივი მოწოდება, შეფუთული იყო ეროვნული იდეოლოგიით. ფაქტობრივად, პრემიერმა ქართველების ემოციებზე ითამაშა. შესაბამისად, მთელი ეს პროცესი დაწყებული პრემიერის განცხადებით, დამთავრებული ჟურნალისტების ცემით, ერთი დიდი სპეცოპერაცია იყო.

ხათუნა ბახტურიძე
თამარი
21 ივლისი 2021 11:24
ბატონო მამუკა არ გაქვთ ხალხში მაინდამაინც დიდი ავტორიტეტი. თქვენ შეგეძლოდ რომ გამიჯნოდით ნაციონალურ მოძრაობას და თქვენი ხედვები და გეგმები წარმოგედგინათ, მაგრამ თქვენ და დანარჩენი ოპოზიცია გაერთიანდით ნაციონალებთან ერთად. საფიქრალია თქვენ ხომ არ ხართ მიშას და ე.ი რუსეთის გავლენის ქვეშ. კაცი , რომელიც ომის წინ კოდორს ზემო აფხაზეთს დაარქმევს, ახალგორს ცხინვალის რეგიონს სხვა აბა ვის საქმეს ემსახურება.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები