"შიში ოხერია და მე ვიტყოდი, რომ მთავრობამ და პარლამენტმა, უბრალოდ ჩვენს დანახვაზე ჩაისვარა" - კვირის პალიტრა

"შიში ოხერია და მე ვიტყოდი, რომ მთავრობამ და პარლამენტმა, უბრალოდ ჩვენს დანახვაზე ჩაისვარა"

შიში ოხერია და მე ვიტყოდი, რომ მთავრობამ და პარლამენტმა, უბრალოდ ჩვენს დანახვაზე ჩაისვარა, - ამის შესახებ "მთავარი არხის" დირექტორმა ნიკა გვარამიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, მათი მშვიდობიანი პროტესტი ხელისუფლების გადადგომით დასრულდება.

"შინაგან საქმეთა მინისტრთან მხოლოდ რიტორიკული კითხვები შეიძლება, რომ გვქონდეს იმიტომ, რომ ყველა პასუხები სახეზეა და რაც არ იყო აგერ ხედავთ უკან, რომ ათამდე ჟურნალისტის მოსვლამ შეაშინა პრემიერ-მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და მთელი უმრავლესობა. რა უნდა გავაკეთოთ იქ რომ შევალთ? შეკითხვებს დავსვამთ მხოლოდ. შიში ოხერია და მე ვიტყოდი, რომ მთავრობამ და პარლამენტმა, უბრალოდ ჩვენს დანახვაზე ჩაისვარა", - განაცხადა გვარამიამ.

ცნობისთვის, საქართველოს პარლამენტში დღეს საქართველოს შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს მოუსმენენ.

გომელაურმა მოსმენის თხოვნით პარლამენტს თავად მიმართა. შს მინისტრი 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებზე, „პრაიდ კვირეულის“ ფარგლებში უწყების მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრებს და დეპუტატების კითხვებს გასცემს პასუხს.

"ინტერპრესნიუსი"