შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის გამოსვლა, მოხსენების დაწყებიდან რამდენიმე წამში შეწყდა - რა ხდება პარლამენტში? - კვირის პალიტრა

შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის გამოსვლა, მოხსენების დაწყებიდან რამდენიმე წამში შეწყდა - რა ხდება პარლამენტში?

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურის გამოსვლა, მოხსენების დაწყებიდან რამდენიმე წამში შეწყდა.

კერძოდ, როგორც კი შს მინისტრი ტრიბუნასთან დადგა და განცხადების გაკეთება „ტვ პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორის ოჯახისადმი სამძიმრით დაიწყო, მის ტრიბუნასთან მასთან ოპოზიციონერი დეპუტატები, პლაკატებით მივიდნენ. პლაკატებზე ერთი მხრივ, ლექსო ლაშქარავას ფოტოები იყო გამოსახული, მეორე მხრივ კი ირაკლი ღარიბაშვილის, რომელზეც გაკეთებული იყო წარწერა: „გადადგეს ღარიბაშვილი“.

გარდა ამისა, ოპოზიციის პერფორმანსის პარალელურად, პლენარული სხდომის აივნიდან მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა ბანერი გადმოფინეს, წარწერით: „აიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა“.

ამ დროისთვის პლენარული სხდომა შეწყვეტილია. პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.

"ინტერპრესნიუსი"