"ამორალურია გარდაცვლილი ჟურნალისტის სიკვდილზე ქულების დაწერა - ეს არის ყველაზე ამორალური ქმედება, რაც კი შეიძლება წარმოვიდგინოთ" - კვირის პალიტრა

"ამორალურია გარდაცვლილი ჟურნალისტის სიკვდილზე ქულების დაწერა - ეს არის ყველაზე ამორალური ქმედება, რაც კი შეიძლება წარმოვიდგინოთ"

პარლამენტში რიგგარეშე პლენარული სხდომა განახლდა და სიტყვით პარტია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოვიდა.

კობახიძემ დეპუტატების პერფორმანსი შეაფასა და მას ამორალური უწოდა.

"კოლეგებო, პირველ რიგში მინდა შევაფასო ის დესტრუქცია, რომელიც ვიხილეთ დარბაზში. ეს ერთი და მეორე, რაც შეეხება ფორმებს და შინაარსს პროტესტის, რომელსაც ვხედავთ, ეს არის ამორალური, რა თქმა უნდა, ამორალურია შინაარსით, გარდაცვლილი ჟურნალისტის სიკვდილზე ქულების დაწერა. მცდელობა, როდესაც აქვთ ამის პოლიტიკოსებს და როდესაც ამაში რთავენ მათ შორის რიგით ჟურნალისტებს ეს არის ყველაზე ამორალური ქმედება რაც კი შეიძლება წარმოვიდგინოთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

"ინტერპრესნიუსი"