"თინასთან ვწუხვარ...დაბრალებებს არ ვიყოთ. რა ძალადობა?" - კვირის პალიტრა

"თინასთან ვწუხვარ...დაბრალებებს არ ვიყოთ. რა ძალადობა?"

დაბრალებებს არ ვიყოთ. რა ძალადობა?- ძალადობა ის იყო, რასაც "ნაციონალური მოძრაობის" წყალობით ბევრი წელი უყურებდა ქვეყანა ,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, დღეს კიდევ ერთხელ იხილა საზოგადოებამ ძალადობა პარლამენტში ოპოზიციის მხრიდან.

პაპუაშვილის განცხადებით, თინა ბოკუჩავას ნაწილში წუხს.

„დაბრალებებს არ ვიყოთ. რა ძალადობა?

ძალადობა ის იყო, რასაც "ნაციონალური მოძრაობის" წყალობით ბევრი წელი უყურებდა ქვეყანა და დღეს კიდევ ერთხელ ვიხილეთ პარლამენტში.

ძალადობა სიმართლეზე, ძალადობა მორალზე, ძალადობა პარლამენტზე.

ისტერიამდე მისული დესტრუქცია, ტრიბუნის დაბლოკვა, მაგიდაზე ფეხით შემდგარი, სპიკერატისკენ გაქანებული და მანდატურთან მოჭიდავე დეპუტატები.

სირცხვილი, რომელსაც ვერ გრძნობენ.

თინასთან ვწუხვარ”, - აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, პარლამენტში, შს მინისტრ ვახტანგ გომელაურის სიტყვით გამოსვლის დაწყებისას, ოპოზიციის მიერ დაფიქსირებულ პროტესტს უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ადგილი ჰქონდა შეხლა-შემოხლასაც. კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ სპიკერატისთვის განკუთვნილ ადგილზე ასვლა სცადა, თუმცა უმრავლესობის დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა ის ფაქტობრივად, ხელში აიყვანა და ადგილიდან ასე გამოიყვანა. აღნიშნულს ბოკუჩავასა და პაპუაშვილს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა.

"ინტერპრესნიუსი"