ადამ კინზინგერი განმარტავს, რატომ ვერ შედგება ვაშინგტონში ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა - კვირის პალიტრა

ადამ კინზინგერი განმარტავს, რატომ ვერ შედგება ვაშინგტონში ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა

კონგრესმენები და მე არასოდეს ვიტყოდით უარს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე, – ამის შესახებ კონგრესმენი ადამ კინზინგერი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს, რითაც გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება იმასთან დაკავშირებით, რომ კონგრესმენმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა არ ისურვა.

"ამ კვირაში ვაშინგტონში არ ვიმყოფებით და ამიტომ ეს შეხვედრა შეუძლებელი იქნებოდა",- წერს კინზინგერი.

აღნიშნულს გამოეხმაურა მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური, რომელთა განმარტებით, პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აშშ-ში დაგეგმილი არ ყოფილა და სრული სპეკულაციაა იმის მტკიცება, თითქოს პრემიერის დაგეგმილი ვიზიტი აშშ-ში ჩაიშალა.

"გვსურს განვმარტოთ, რომ აშშ-ში პრემიერ-მინისტრის ვიზიტი დაგეგმილი არ ყოფილა. ცალკეული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაცია წარმოადგენს სიცრუეს და მიზანმიმართულ დეზინფორმაციას. პრემიერ-მინისტრის ვიზიტების შესახებ ინფორმაციას პრესსამსახური წინასწარ ავრცელებს. ამ შემთხვევაში კი მსგავსი რამ არ ყოფილა, შესაბამისად, სრული სპეკულაციაა იმის მტკიცება, თითქოს პრემიერის დაგეგმილი ვიზიტი აშშ-ში, ჩაიშალა", - განაცხადეს მთავრობის პრესამსახურში.

"ინტერპრესნიუსი"