"შარლ მიშელს ვუთხარი, რომ თითქმის სრულყოფილი საარჩევნო რეფორმა შევიმუშავეთ" - კვირის პალიტრა

"შარლ მიშელს ვუთხარი, რომ თითქმის სრულყოფილი საარჩევნო რეფორმა შევიმუშავეთ"

შარლ მიშელთან ძალიან ნაყოფიერი საუბარი მქონდა - პრეზიდენტ მიშელს მივაწოდე ინფორმაცია თუ როგორ სრულდება შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები ჩვენი მხრიდან, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან პრემიერ - მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილი.

ღარიბაშვილის ინფორმაციით, მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტს უთხრა, რომ ხელისუფლება მოტივირებულია და პროცესს მიჰყვება.

"ჩვენი მხრიდან ყველა ვალდებულება და პირობები სრულდება, რაც შეთანხმებით იყო გათვალისწინებული. აქვე მას ვუთხარი, რომ სამწუხაროდ, ოპოზიციის დიდ ნაწილს შეთანხმებაზე ხელი არა აქვს მოწერილი, რაც დიდი შემაფერხებელი ფაქტორია პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზაციის და დამშვიდებისთვის. ჩვენი მთავარი ამოცანაა, საქართველოში სტაბილური ვითარების და მშვიდობის შენარჩუნება - ეს არის ძირითადი მესიჯი, რაც ჩვენ პრეზიდენტ მიშელს გავუზიარეთ. ამაზე აბსოლუტურად სრული თანხვედრა გვაქვს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, შარლ მიშელს სთხოვა, საქართველოში დაგეგმილ არჩევნებზე ევროკავშირის მისიით რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი გამოაგზავნონ.

"მას ვუთხარი, რომ ვართ აბსოლუტურად მობილიზებული, რომ მოახლოებული არჩევნები ჩატარდეს მაქსიმალურად მშვიდ გარემოში, პროცესი იყოს გამჭვირვალე და ტრანსფარენტული. პრეზიდენტ მიშელს ვთხოვე, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი გამოაგზავნონ ევროკავშირის მისიით არჩევნებზე, რათა არავის მიეცეს ნებისმიერი მიზეზით სპეკულაციის საშუალება.

ასევე, პრეზიდენტს მიშელს ვუთხარი, რომ თითქმის სრულყოფილი საარჩევნო რეფორმა შევიმუშავეთ და ვართ მოწადინებული და მოტივირებული, რომ გავაგრძელებთ მართლსაჯულების რეფორმაც, რაც არის ძალიან მნიშველოვანი ჩვენი ქვეყნისთვის. ვუთხარი, რომ წლების განმავლობაში სასამართლოში პროგრესს მივაღწიეთ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის - ვაკეთებთ უფრო მეტს და პროცესს ბოლომდე მივიყვანთ",- განაცხადა ღარიბაშვილმა.

იხილეთ ვიდეო