"უმცირესობათა უფლებები არ არის მარგინალური საკითხი. პატივისცემა მრავლაფეროვნებისადმი და ადამიანის ღირსებისადმი არის უმთავრესი" - კვირის პალიტრა

"უმცირესობათა უფლებები არ არის მარგინალური საკითხი. პატივისცემა მრავლაფეროვნებისადმი და ადამიანის ღირსებისადმი არის უმთავრესი"

"უმცირესობათა უფლებები არ არის მარგინალური საკითხი. პატივისცემა მრავალფეროვნებისადმი და ადამიანის ღირსებისადმი არის უმთავრესი და ასევე, საკვანძო საკითხი ჩვენს ფუნდამენტურ ღირებულებებში", - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრემიერ ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, კონსტიტუციური უფლებები, მათ შორის პრესისა და გამოხატვის თავისუფლება, უნდა იყოს დაცული.

"ჩემს ყველა შეხვედრაზე მე ხაზი გავუსვი, რომ დღეს მთავარი და ცენტრალური როლი არის ადამიანის უფლებები და ის თავისუფლებები, რომელიც ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებში ესოდენ მნიშვნელოვან როლს თამაშობს. უმცირესობათა უფლებები არ არის მარგინალური საკითხი. პატივისცემა მრავლაფეროვნებისადმი და ადამიანის ღირსებისადმი არის უმთავრესი და ასევე, საკვანძო საკითხი ჩვენს ფუნდამენტურ ღირებულებებში. კონსტიტუციური უფლებები, პრესისა და გამოხატვის თავისუფლებისა, უნდა იყოს დაცული,"- განაცხადა შარლ მიშელმა.