"ჩვენს საზღვრებთან მყარად უნდა დავდგეთ და ის ტკივილები გავიაზროთ, რაც გვაქვს... ვიპოვით ჩვენს ადგილს ევროკავშირის სისტემაში" - კვირის პალიტრა

"ჩვენს საზღვრებთან მყარად უნდა დავდგეთ და ის ტკივილები გავიაზროთ, რაც გვაქვს... ვიპოვით ჩვენს ადგილს ევროკავშირის სისტემაში"

"ჩვენს საზღვრებთან მყარად უნდა დავდგეთ და ის ტკივილები გავიაზროთ, რაც გვაქვს - სამივე ქვეყანა - უკრაინა, საქართველო და მოლდოვა, ვიპოვით ჩვენს ადგილს ევროკავშირის სისტემაში", - ამის შესახებ უკარინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსავლისას განაცხადა.

როგორც ის აღნიშნავს, ასოცირების ქვეყნები ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ უფრო ახლოს უნდა დადგნენ.

"ჩვენ კიდევ უფრო ახლოს გვინდა დავდგეთ ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. ასოცირების შეთანხმების განხორციელება დაწყებულია, უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არებობს. ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ვალდებულებები სრულდება. სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაცია ახორციელებს სუვერენული ტერიტორიების დაკავებას და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია, სადღაც შუაში შევხვდეთ და მხარდაჭერა მივიღოთ ევროკავშირიდან.

მადლობას ვუხდი პრეზიდენტ მიშელს 24 ივნისს საბჭოს შეხვედრის გამართვისთვის. ჩვენ დავინახეთ, რომ ასოცირების პარტნიორობის მიმართულებით მნიშვნელოვანია, რომ ბრიუსელის ყველა დანაპირები საქმედ ვაქციოთ. ამასთან, კიდევ ერთხელ ვაცხადებ, რომ სამი ასოცირებული ქვეყანა ჩვენს საზღვრებთან მყარად უნდა დავდგეთ და ის ტკივილები გავიაზროთ, რაც გვაქვს.

დეკემბერში კიდევ ერთი პარტიონობის სამიტი იქნება. ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა იმდენად, რამდენადაც აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის ეს ფორმატი იქნება გარდაუვალი მნიშვნელობის მქონე. სამიტზე უნდა ვთქვათ, რომ ხალხს ვკარგავთ, გვჭირდება პოლიტიკური კონტექსტი, გეოპოლიტიკური ხედვა მომავლის. ამ ინიციატივის ფარგლებში აუცილებელია ძალისხმევის გაძლიერება. სხვა მხრივ ვერ ვხედავ ამ ძალისხმევის რეალურ მომავალს. ამ სამიტზე უნდა დავინახოთ, რომ არსებობს ხედვა ევროკავშირის მხრიდან. განვახორციელებთ ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს. მიხარია, რომ ევროინტეგრაციის მიმართულებას გზას ერთად ვუკვალავთ და ჩვენ გვექნება ჩვენი მიზნების დაკმაყოფილების შესაძლებლობა - სამივე ქვეყანა - უკრაინა, საქართველო და მოლდოვა, ვიპოვით ჩვენს ადგილს ევროკავშირის სისტემაში",- განაცხადა ზელენსკიმ.

"ჩვენ კიდევ უფრო ახლოს გვინდა დავდგეთ ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე"

როგორც ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, გვაქვს საერთო მიზნები, რაც არის ევროკავშირის სრული წევრობა, თავისუფლება, თანასწორობა და დემოკრატია.

"ეს არის ჩვენი ფასეულობები. სამწუხაროდ, ჩვენ ამ მიღწევებისთვის განსაკუთრებულ ფასს ვიხდით. ოკუპაცია, ანექსია და სხვა საკითხები წლების განმავლობაში გვაბრკოლებდა.

ჩემი ვიზიტის ფარგლებში, საოკუპაციო ხაზთან ვიმყოფებოდი, რათა მენახა უსაფთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, ადამიანის უფლებების დარღვევების შესახებ საკუთარი ყურით მომესმინა. უკრაინაში საოკუპაციო ხაზთან ყოველდღე მივდივარ. ოკუპირებული ტერიტორიები ჩვენთანაც მსგავსი ტრაგიკული სიტუაციის მქონეა. ჩვენ კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავლისთვის სწორი არჩევანის გაკეთება. უკრაინა, საქართველო და მოლდოვა არის ქვეყნები, რომელთაც არჩევანი გააკეთეს და დღეს ვართ გაერთიანებული", - განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, "ასოცირების ტრიო" ახალი რეგიონალური განზომილებაა. მისივე თქმით, "ევროპის დიზაინი შექმნილია და გვაკლია სამი მნიშვნელოვანი ფრაგმენტი".

"მახარებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ამ მოსაზრებას იზიარებს და აცხადებს, რომ "ასოცირების ტრიო" მნიშვნელოვანია. ეს არის იმის აშკარა გზავნილი, რომ ევროკავშირს ხვალვე რომ შევუერთდეთ, უკრაინა აცნობიერებს, რა ამოცანები გვაქვს შესასრულებელი. ჩვენ ეს ამოცანები არ გვაშინებს. ჩვენ სხავადასხვა მიმართულებით მივიღეთ კანონი, განვახორციელეთ სასამართლო სისტემის რეფორმა. მოსამართლეთა მაღალი კვალიფიკაცია არის მოთხოვნა, რომელსაც ვაკმაყოფილებთ. გაციფროვნება, დეცენტრალიზაცია, პარლამენტის წევრთათვის იმუნიტეტის მოხსნა - ეს ის საკითხებია, რაზეც ჩვენ ვალდებულება ვიკისრეთ. ანტიკორუფციული მიმართულებით ძალისხმევა არის პირობა, რაც ჩვენ დავდეთ", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

"ინტერპრესნიუსი"