"ერთი თაობა არის ის მანძილი, რომელიც აშორებს თქვენს საზოგადოებას ევროკავშირის კარს" - კვირის პალიტრა

"ერთი თაობა არის ის მანძილი, რომელიც აშორებს თქვენს საზოგადოებას ევროკავშირის კარს"

"ერთი თაობა არის ის მანძილი, რომელიც აშორებს თქვენს საზოგადოებას ევროკავშირის კარს", - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, როდესაც საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის პირველ პირებს მიმართა.

როგორც შარლ მიშელმა აღნიშნა, ასოცირების პარტნიორებს შორის მჭიდრო ურთიერთობა მნიშვნელოვანია.

"დემოკრატიული მმართველობა არის იმის გასაღები, რომ ლიბერალური დემოკრატია სამართლის უზენაესობის, მართლმსაჯულების, კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით მნიშვნელოვან აქცენტად იქცეს. ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური აუცილებლობა, ეს არის აუცილებელი ფაქტორი იმ შესაძლებლობების გამოსაყენებლად, რასაც იძლევა ეს ინსტრუმენტი. ეს შეხვედრა - საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ლიდერების არის იმის შესაძლებლობა, რომ აქცენტი გაკეთდეს ასოცირების პარტნიორების ტრიოს ინიციატივაზე, იმისათვის, რომ გაძლიერდეს კოორდინაცია ასოცირების პარტნიორებს შორის ბრიუსელთან. ეს კიდევ უფრო მეტად მოგვცემს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების შესაძლებლობას, უფრო ფართო დღის წესრიგზე, რაც მომავლისთვის გვაქვს დასახული. ასევე, ხაზს ვუსვამ რამდენად მნიშვნელოვანია მჭიდრო თანამშრომლობა ასოცირების პარტნიორებს შორის. და კიდევ ერთი შემოთავაზება - მოდით, დავნერგოთ სასამართლო რეფორმის კონკურენტური სამიზნე ორიენტირი და ვნახოთ როგორი მხარდაჭერა შეიძლება იქნეს მობილიზებული ამ კავშირების გასამყარებლად ევროკავშირთან. მიმაჩნია, რომ ჩვენი აღმოსავლეთ პარტნიორობა არის ის ლოკომოტივი, რომლის ტრანსფორმაცია შეუწყობს ხელს კეთილდღეობას და ეკონომიკურ ზრდას, ეს არის ძლიერი ინსტრუმენტი გახსნილობის, საერთო ძალისხმევისა და თანამშრომლობისთვის.

ერთი თაობა ვთქვი დამოუკიდებლობის გზაზე ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით. ერთი თაობა არის ის მანძილი, რომელიც აშორებს თქვენს საზოგადოებას ევროკავშირის კარებს. აი, ეს დემოკრატია, სტაბილურობა, კეთილდღეობა მეტწილად იქნება თქვენივე ქვეყნის მოსახლეობის სასარგებლოდ" , - განაცხადა მიშელმა.