შარლ მიშელი ასოცირებულ ტრიოს მიმართავს:"მეგობრებო, თქვენ შეგიძლიათ, გქონდეთ ევროკავშირის იმედი" - კვირის პალიტრა

შარლ მიშელი ასოცირებულ ტრიოს მიმართავს:"მეგობრებო, თქვენ შეგიძლიათ, გქონდეთ ევროკავშირის იმედი"

მიმდინარე წლის დეკემბერში ჩვენ გვაქვს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი და ვფიქრობ, არის რამდენიმე პრიორიტეტი, რომელსაც უნდა მივმართოთ. ჩვენ კარგად უნდა მოვემზადოთ სამიტისთვის, რათა უზრუნველვყოთ, რომ ეს იყოს სამიტი კონკრეტული, ხელშესახები შედეგებით ყველა ჩვენი მოქალაქის საკეთილდღეოდ, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა.

"პირველი პრიორიტეტი - მოდით, ვცადოთ მეტი ფინანსური დახმარების მობილიზება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დაკავშირებულობა უნდა იყოს საერთო პრიორიტეტი, იმისთვის, რომ გავაძლიეროთ თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში. მესამე - საჭიროა რეფორმების განხორციელების მნიშვნელობა არა ბრიუსელის საამებლად, არამედ მოქალაქეების სასარგებლოდ. ძვირფასო კოლეგებო, მეგობრებო, თქვენ შეგიძლიათ, გქონდეთ ევროკავშირის იმედი. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამ მაღალი დონის დიალოგის შესანარჩუნებლად და გასაძლიერებლად“, - აღნიშნა შარლ მიშელმა.

"ინტერპრესნიუსი"