"ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობაა, რუსეთის აგრესია და შეტევები ის საკითხია, რასაც უნდა ვებრძოლოთ" - კვირის პალიტრა

"ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობაა, რუსეთის აგრესია და შეტევები ის საკითხია, რასაც უნდა ვებრძოლოთ"

ჩვენ ვიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობაა, რუსეთის აგრესია და შეტევები ის საკითხია, რასაც უნდა ვებრძოლოთ, ეს მნიშვნელოვანი საკითხი იყო ჩვენი შეხვედრის ფარგლებში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა.

როგორც ზელენსკიმ განმარტა, სამ ქვეყანას არა მხოლოდ მიმართულება და სამიზნე წერტილი არეთიანებს, არამედ სურვილი, რომ "ეს გზა ხელიხელჩაკიდებულმა გაიარონ“.

"მივესალმები საქართველოს, მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტს, ევროპული საბჭოს პერზიდენტს, მადლობას ვუხდი საქართველოს პრეზიდენტს ბათუმში ჩვენი მასპინძლობისთვის. მე ძალიან მიხარია, რომ ქართულ სტუმართმოყვარე მიწაზე ვდგავარ, ეს განსაკუთრებული შემთხვევაა, პირველად მაქვს პრეზიდენტის როლში საქართველოში ჩამოსვლის შესაძლებლობა და ძალიან კარგ საზოგადოებაში მიწევს ყოფნა. ამ შესაძლებლობას ვიყენებ და მივესალმები ქალბატონ მაია სანდუსს, შესანიშვნავ გამარჯვებას ვულოცავ საპრეზიდენტო არჩევნებში და მივესალმები საპარლამენტო არჩევნებს მოლდოვაში. ევროპისაკენ მისწრაფების კონტექტსში ერთად პირველად შევიკრიბეთ და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდით ევროპული ინტეგრაციის გზაზე - საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ, პირველად განვაცხადეთ საერთო მიზნების შესახებ, რომ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრები გავხდეთ. ჩვენ გვაერთიანებს არამხოლოდ მიმართულება და სამიზნე წერტილი, არამედ ჩვენი სურვილი, რომ ეს გზა ხელიხელჩაკიდებულმა გავიაროთ, ამ "ტრიომ“ და ჩვენი ქვეყნებისთვის მივაღწიოთ სრულ, ევროპულ ინტეგრაციას. ეს სამინზე წერტილი მიღწევადია, ჩვენ დარწმუნებული შგევიძლიათ ვიყოთ, რადგან ბატონი შარლ მიშელი, ევროპული საბჭოს პერზიდენტი ამ წარმატებას აღნუსხავს და ევროპაში ჩვენს მომავალ პარტნიორებს აუცილებლად მიაწვდის. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა 49-ე მუხლის ფარგლებში, რომ ამ გზაზაე წარმატებით ვიაროთ, ჩვენ ასევე გთავაზობთ, როგორც ბატონ მიშელს შევთავაზეთ, რომ მოხდეს ევროპული საბჭოს მიწვევის გადახედვა და ახალი მიდგომებით აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე უნდა მიეცეს საშუალება აღმოსავლეთის "ტრიოს“, რომ წარმოიადგინოს თავისი წარმატება, სტრატეგიული მიზნები ამ პარტნიორობისთვის და ამ "ტრიოს“ პოლიტიკური მნიშვნელობა, ამ შესაძლებლობას ჩვენ აუცილებლად გამოვიყენებთ“, - აცახდებს ზელენსკი.

მისივე განმარტებით, შეხვედრაზე ძალიან დიდი ყურადღება დაეთმო უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას.

"ამ სამიტის დეკლარაცია, რომელიც ბათუმში გაფორმდა, ჩვენს სულისკვეთებას ასახავს და ეს მისწრაფება გვარეთიანებს უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას, ჩვენ ვიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს, ყველაზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობაა, რუსეთის აგრესია და შეტევები ის საკითხია, რასაც უნდა ვებრძოლოთ, ეს მნიშვნელოვანი საკითხი იყო ჩვენი შეხვედრის ფარგლებში.

არც არის გასაკვირი, საქართველოში ვიზიტი დავიწყე ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლიდან, რომელიც არამხოლოდ ჰყოფს აფხაზეთის ავტონომიკურ რესპუბლიკას და საქართველოს, არამედ, უსაფრთხო მომავლის შემქმნელი უნდა გახდეს. ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მე ვხედავ ყოველთვე, როცა ჩავდივარ აღოსავლეთ უკრაინაში, მსგავს სიტუაციას, ჩემი მეგობრები მოლდოვადან მეუბნებიან, იციან რა არის ანექსირების საფრთხე და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენ ტერიტორიებზე მსგავსი გამყოფი ხაზები აღარ გქვონდეს.

ძალიან დიდი ყურადღება დაეთმო უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას, შავი ზღვა უნდა იყოს ის სივრცე, სადაც საერთაშორისო საზღვაო კანონმდებლობა უნდა განვთარდეს და ჩვენი მიზანი შეიძლება მიღწეული იქნეს უკრაინული ინიციატივის, ყირიმის ინიციატივის საფუძველზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან დაბადების დღე მიულოცა მომღერალს. "ერთიანი ნაიოცნალური მოძრაობის“ საპარლამენტო სიის პირველ ნომერს - ბუბა კიკაბიძეს.

"ბატონ მიშელს 20 აგვისტოს კიევში ვიწვევთ ღონსიძიებაზე, რომელიც ამ საკითხებზე გააკეთებს აქცენტირებას, ჩვენ კმაყოფილი ვართ, ამ მაღალი დონის შეხვედრით და ასევე, საზოგადოებას ვამცნობთ, რომ უკრაინის 2 მოქალაქეს ვაბრუნებთ, რომლებიც დაკავებული იყვნენ და მადლობას მოვახსენებთ საქართველოს პრეზიდენტს თანამშრომლობისთვის ამ საკითხთან მიმართებით. ქალბატონო, პრეზიდენტო, მე მადლობას მოგახსენებთ და აქვე, ყველას გარწმუნებთ, რომ ჩვენი მეგობარი საქართველო, ჩვენი პარტნიორი ქვეყანა, ისტორიული გამოცდების შემდეგ ცხადყოფს, რომ ძალა ერთობაშია, მე მქონდა შესაძლებლობა მენახა მცხეთა, გერგეტის ტაძარი, ვიყავი სხდავასხვა ისტორიულ ადგილას, პირველად ვარ საქართველოში ამ რანგით და ქალბატონ მაია სანდუსს ვეუბნები, რომ ძალიან ბევრი ადგილია სანახავი საქართველოში ისტორიული მემკვიდრეობის გასაცნობად, იმედი მაქვს, მომავალი ვიზტების ფარგლებში მექნება უფრო მეტი შესაძლებლობა, ვიღებ თქვენს მოწვევას, რომ თქვენს მეგობრულ ქვეყანაში კვლავ ჩამოვიდე. არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მილიონობით ადამიანისთვის ძვირფასი ადამიანი - ვახტანგ კიკაბიძე დღეს დაბადებულა, 83 წელი შესრულდა, ვულოცავ ბატონ ბუბას დაბადების დღეს და მიხარია, რომ ეს შესაძლებლობაც მეძლევა, ძალიან ენერგიულია, დიდი შთაგონების წყაროა და ყველას გვაძლევს ოპტიმიზმის წყაროს, სიცოცხლის მოყვარულია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

"ინტერპრესნიუსი"