შარლ მიშელმა, ვლადიმირ ზელენსკიმ და მაია სანდუმ საქართველო დატოვეს - კვირის პალიტრა

შარლ მიშელმა, ვლადიმირ ზელენსკიმ და მაია სანდუმ საქართველო დატოვეს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ და მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ საქართველო გვიან ღამით დატოვეს.

პრეზიდენტები საქართველოში ბათუმის მე-17 საერთაშორისო კონფერენციაზე "ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია" მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდნენ.

გარდა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისა, შარლ მიშელი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკიმ კი საქართველოში ვიზიტი საოკუპაციო ხაზთან სტუმრობით დაიწყო, ვიზიტის ბოლოს კი ის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც შეხვდა.