"შეთანხმება ყველას მიერ არის გადასარჩენი, როგორც ოპოზიციის, ასევე „ქართული ოცნების" მიერ, მას შარლ მიშელი ვერ გადაარჩენს" - კვირის პალიტრა

"შეთანხმება ყველას მიერ არის გადასარჩენი, როგორც ოპოზიციის, ასევე „ქართული ოცნების" მიერ, მას შარლ მიშელი ვერ გადაარჩენს"

"შეთანხმება ყველას მიერ არის გადასარჩენი, როგორც ოპოზიციის, ასევე "ქართული ოცნების" მიერ, მას შარლ მიშელი ვერ გადაარჩენს", - ამის შესახებ "მოქალაქეების" დეპუტატმა, ვიცე-სპიკერმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, მიშელის გზავნილები ძირითადად სასამართლოს ნაწილს ეხებოდა და ამ მიმართულებით მისი განცხადებები ცალსახა იყო. რაც შეეხება მის მოწოდებას, შეთანხმებას შეუერთდნენ სხვა პარტიებიც, იოსელიანი ვარაუდობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დოკუმენტს ხელს არ მოაწერს, რადგან ისინი 2 თვით ბოიკოტს აცხადებენ.

"მიშელის გზავნილები შეხვედრის მერე ეხებოდა სასამართლოს და მან ცალსახად თქვა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება გულისხმობს დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობას. ეს შეთანხმება, რომელიც მაგიდაზე დევს, ყველას მიერ არის გადასარჩენი, როგორც ოპოზიციის ასევე "ქართული ოცნების" მიერ, მას შარლ მიშელი ვერ გადაარჩენს, ჩვენი შესასრულებელია ორივე მხარის.

"ნაციონალური მოძრაობა" ოფიციალურად წავიდა ბოიკოტში, განაცხადი გააკეთეს ბიუროზე და ორი თვე იქნებიან ბოიკოტში, ბოიკოტში მყოფი პარტია რამდენად მოაწერს ხელს შეთანხმებას, რა გითხრათ, მგონი არ მოაწერენ, თუმცა, სულ ვამბობდი, მნიშვნელოვანია, რომ ხელი მოეწერათ და შეერთებოდნენ სამუშაო პროცესს, რაც დაიწყო პარლამენტში", - განაცხადა იოსელიანმა.