"გომელაური აუცილებლად უნდა მოვიდეს პარლამენტში და აღარ მინდა, ჩემი ოპოზიციონერი კოლეგები მაგიდაზე შემხტარი ვიხილო" - კვირის პალიტრა

"გომელაური აუცილებლად უნდა მოვიდეს პარლამენტში და აღარ მინდა, ჩემი ოპოზიციონერი კოლეგები მაგიდაზე შემხტარი ვიხილო"

გომელაური აუცილებლად უნდა მოვიდეს და აღარ მინდა ვიხილო ჩემი ოპოზიციონერი კოლეგები მაგიდაზე შემხტარი, - ამის შესახებ "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

ელისაშვილი მიიჩნევს, რომ დეპუტატებმა უნდა გამოიყენონ შესაძლებლობა, მოისმინონ მათ კითხვებზე შს მინისტრის პასუხები.

"აუცილებლად უნდა მოვიდეს გომელაური და მოგვეცეს საშუალება, კითხვები დავუსვათ და აღარ მინდა ვიხილო ჩემი ოპოზიციონერი კოლეგები მაგიდაზე შემხტარი რომ ყვირიან და ამით სინამდვილეში ეხმარებიან გომელაურს თავი დაიძვრინოს კითხვებიდან", - განაცხადა ელისაშვილმა.