"კალაძეს, როგორც მერს, ნულის ფასი აქვს. როგორც შოუმენი, ნიჭიერი გამოდგა, კარგად ეხერხება პოზირება კამერებთან და სელფის ჯოხებთან" - კვირის პალიტრა

"კალაძეს, როგორც მერს, ნულის ფასი აქვს. როგორც შოუმენი, ნიჭიერი გამოდგა, კარგად ეხერხება პოზირება კამერებთან და სელფის ჯოხებთან"

"კახა კალაძე, როგორც შოუმენი, ნიჭიერი გამოდგა, კარგად ეხერხება პოზირება კამერებთან და სელფის ჯოხებთან", - ამის შესახებ "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ამის მიუხედავად, ოპოზიციაში არ ჩანს კანდიდატი, რომელიც კალაძეს კონკურენციას გაუწევს.

"როგორც მერს, ჩემი შეფასებით, კალაძეს ნულის ფასი აქვს. ერთადერთი რაც გააკეთა, უფრო მეტი ავტობუსი იყიდა და ამას დაარქვა რეფორმა. დანარჩენი ამ ქალაქში არაფერი სასიკეთოდ არ შეცვლილა.

თუმცა, ამ გადასახედიდან არ ჩანს მეტოქე ოპოზიციიდან, ვინც რეალურად ბრძოლას გაუმართავდა კალაძეს. მერე რა შეიცვლება არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ოპოზიციის ერთიან კანდიდატზე ლაპარაკი არის ზღაპარი და არც არავინ ჩანს გამოკვეთილად კანდიდატი, ვისაც შეიძლება ოპოზიციურმა ელექტორატმა მისცეს ხმა", - განაცხადა ელისაშვილმა.

იქნება თუ არა თავად თბილისის მერობის კანდიდატი, როგორც ელისაშვილი აცხადებს, "მოქალაქეების" გადაწყვეტილებას რამდენიმე დღეში გამოაცხადებს.