"არჩევნებს იგებდა ივანიშვილის ფული და არა კალაძე ან ღარიბაშვილი" - კვირის პალიტრა

"არჩევნებს იგებდა ივანიშვილის ფული და არა კალაძე ან ღარიბაშვილი"

კახა კალაძე არის ის თბილისის მერი, რომელმაც ერთ-ერთი მედიის ჟურნალისტს, ახალგაზრდა გოგოს უთხრა: "ეს ნაძვის ხე სიგრძეში და სიგანეშიც გეყოფათო". გვახსოვს "გამოექანეთო". ვინმემ პასუხი მოსთხოვა? ასეთმა გატარებებებმა და არაფრის კეთებამ მიგვიყვანა ამ დღემდე. შესაბამისად, ახლა ნურაფერი ნუ გვიკვირს, - ამის შესახებ "ერთიანი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ანზორ ბიწაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემა "ნიუსრუმში" განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია რომ დღეს კარგად არ გამოიყურება, ეს ოპოზიციის ბრალია.

"სარკეში ჩახედვა და საკუთარი პრობლემის დანახვა არავის უხარია, მაგრამ საჭიროა. ის, რომ ოპოზიციამ ერთობის შენარჩუნება ვერ შეძლო, ეს ოპოზიციის ბრალია და არა "ოცნების". მე ვფიქრობ, თუ ოპოზიციის სრული შემადგენლობის არა, უდიდესი ნაწილის საერთო შეთანხმება შედგება და მერობის საერთო კანდიდატი, აუცილებლად ეყოლება.

ძალიან ცოტა დრო არის დარჩენილი და ადამიანები ჩვენგან ელოდებიან რეალურ ქმედებას. კვირის ბოლოს უნდა დასახელდეს ოპოზიციის საერთო კანდიდატი.

როდესაც, ასეთი მნიშვნელივანი არჩევნებია, როდესაც მიშელის დოკუმენტის გამო 43%-ზე ვართ მიჯაჭული, როდესაც ვამბობთ, რომ ეს არის რეფერენდუმი და მან უნდა მოიტანოს ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები და ძირეული ცვლილებები, აბსოლუტურად არალოგიკური იქნება ოპოზიციის კანდიდატად წარმოვადგინოთ ადამიანი, რომელიც პოლიტიკოსი არ არის. გვეყო ამდენი შეუსაბამოები და შეცდომები, ხალხი დაიღალა.

"ქართულ ოცნებას" არ მოუგია 7 არჩევნები და ვერც მე-8 არჩევნებს მოიგებს, რომ არა ბიძინა ივანიშვილის ფულით სავსე ტომრები. ღარიბაშვილი თავის თავზე ნუ მიიწერს გამარჯვებებს. ყველა არჩევნებს ყიდულობს ივანიშვილი და მერე ბრიფინგებს ღარიბაშვილი ატარებს. არჩევნებში გამარჯვება იმ კაცის დამსახურებაა და არა ღარიბაშვილის ან კალაძის", - განაცხადა ბიწაძემ.

რაც შეეხება უშუალოდ მათ პარტიას, როგორც ანზორ ბიწაძემ აღნიშნა, "ერთიანი საქართველო" ყველა რეგიონში და არამარტო თბილისში, აპირებს შეუთანხმდეს ოპოზიციას და ისე ჩაერთოს ამ არჩევნებში.

"ხშირად ამბობენ, რომ ბურჯანაძის პარტია დაიშალა, მარკ ტვენის არ იყოს - "ჩემი გარდაცვალების შესახებ ხმები გადაჭარბებულიაო", ასეა ბურჯანაძის პარტიის დაშლის ამბავიც. ჩვენ ყველგან გვყავს რეიონალური ორგანიზაციები, ჩვენი აქტივი და მხარდამჭერები. ამიტომ სრულფასოვნად ვერთვებით ადგილობრივ არჩევნებში, აქტიურად გვაქვს კონსულტაციები ოპოზიციასთან და მათთან შეთანხმებით ვიმოქმედებთ, როგორც თბილისში ასევე ყველა რეგიონში", - განაცხადა ანზორ ბიწაძემ.