"ეს იყო ძალადობრივი ქორწინება "ქართულ ოცნებასა" და კალაძეს შორის" - კვირის პალიტრა

"ეს იყო ძალადობრივი ქორწინება "ქართულ ოცნებასა" და კალაძეს შორის"

"ტრიბუნას" ლიდერის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძის წარდგენა "ეს იყო ძალადობრივი ქორწინება "ქართულ ოცნებას" და კალაძეს შორის".

როგორც ჭიჭინაძე აცხადებს, "თუ ოპოზიციისთვის უმთავრესი მიზანი 43 %-ის დაძლევაა და არა მერობის მოგებაა, თუ მთავარ გამარჯვებად ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩაითვლება, მაშინ თბილისში საერთო ოპოზიციური კანდიდატი უნდა იყოს".

"იმიტომ, რომ ფულიანი და ავტორიტეტიანი კალაძის გვერდით დატოვება ბიძინა ივანიშვილისთვის უკვე ნამდვილად მძიმე გადასატანი იქნებოდა. მითუმეტეს, რომ წინა არჩევნების პირველი ნომერი და "საამაყო" გახარია უკვე ოპოზიციაში ყავთ. ასე რომ, თუ ოპოზიციისთვის უმთავრესი მიზანი 43 %-ის დაძლევაა და არა მერობის მოგებაა, თუ მთავარ გამარჯვებად ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩაითვლება, მაშინ თბილისში საერთო ოპოზიციური კანდიდატი უნდა იყოს. ეს მათ გასაგონად, ვინ ჯერ კიდევ ცდილობს ხელისუფლებასთან ურთიერთობების დალაგებას... თან, ამ საარჩევნო კამპანიაში კალაძეს ნამდვილად ვერავინ აჯობებს ვერც ფინანსური რესურსით, ვერც ბაღების მოწყობაში და ორ-ორჯერ გზების დაგებაში და ვერც ავტობუსების წინ და უკან სიარულში",- განაცხადა ჭიჭინაძემ.

"ინტერპრესნიუსი"