"მორიგი რაღაც ცირკი ჩაუტარებია ქალბატონ წულუკიანს" - სამადაშვილი ვიცე-პრემიერის მიერ ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევის ფაქტს ეხმაურება
"მორიგი რაღაც ცირკი ჩაუტარებია ქალბატონ წულუკიანს" - სამადაშვილი  ვიცე-პრემიერის მიერ ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევის ფაქტს ეხმაურება
საპარლამენტო ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრი სალომე სამადაშვილი კულტურის მინისტრ, ვიცე-პრემიერ თეა წულუკიანის ქმედებას "მთავარი არხის" ჟურნალისტის მიმართ "მორიგ ცირკს" უწოდებს. ამის შესახებ სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც შეაფასა თეა წულუკიანის მიერ "მთავარი არხის" ჟურნალისტისთვის მიკროფონის წართმევის ფაქტი.

როგორც სამადაშვილი განმარტავს, „ქართული ოცნება“ მსგავსად იმის გამო იქცევა, რომ ხალხმა ამაზე ისაუბროს.

"დრო არ მქონდა, ზუსტად მეყურებინა, მაგრამ დღესაც მორიგი რაღაც ცირკი ჩაუტარებია ვიცე-პრემიერს და კულტურის მინისტრს, ქალბატონ წულუკიანს, მიკროფონი
წაართვა მგონი ჟურნალისტს. ხანდახან, ისეთი შეგრძნება მაქვს, მთელ ამ მასკარადს „ქართული ოცნება“ თავის დეპუტატებიან, თავის მინისტერბიანად იმიტომ ატარებს, რომ ჩვენ ამაზე ვისაუბროთ, იმის ნაცვლად, რომ ვისაუბროთ იმ რეალურ პრობლემებზე, რომელიც ქვეყანაშია და ასეთი უამრავია, ვერაფერს უმკლავდება ეს ხალხი. ჩაშალეს გომელაურის მოსმენა, რადგან კითხვებზე პასუხები არ
აქვთ, იმედი აქვთ, რომ რაღაც დროს იყიდიან, ხალხი პროტესტით დაიღლება, არავის გაახსენდება და ამას ჩაფარცხავენ. „ქართული ოცნება“ საერთოდ, დიდოსტატია ჩაფარცხული, გამოუძიებელი საქმეების“, - განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს კულტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა, რომელიც სენაკში თეატრის გახსნას ესწრებოდა, „მთავარი არხის“ ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მიკროფონი გამოართვა და განაცხადა, რომ აღარ დაუბრუნებს.

"დღეს, ამ მიკროფონით ვხსნი "ქართუ ფონდის" მიერ საოცრად რეაბილიტირებულ სენაკის თეატრს! სიმბოლურია. ფორმულას თუ გლავკანალს (ემას ვცნობ და ლოგოს ვერა) კი მოუწევს ისეთი ჟურნალისტის დანიშვნა რეგიონში, რომელსაც, როცა თავს ესხმის უკვე დარბაზში შესულ რესპონდენტს (რომელმაც მანამდე კითხვებს ფოიეში პასუხები გასცა), აქვს შნო, მარტივად არ განაიარაღებინოს თავი ვისმეს. არ დავაბრუნებ! ამ მიკროფონით უნდა გაუწყოთ ამიერიდან გაკეთებული საქმეების შესახებ", - დაწერა წულუკიანმა "ფეისბუქზე".
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები