"ალბათ, მოცემულ სიტუაციაში ნიკა მელია შესაფერისი კანდიდატია ამ ბრძოლისთვის, თუმცა..."
"ალბათ, მოცემულ სიტუაციაში ნიკა მელია შესაფერისი კანდიდატია ამ ბრძოლისთვის, თუმცა..."
"მოვუწოდებთ ოპოზიციას, თბილისში საერთო კანდიდატს ნუ დააყენებენ, ეს წაგების ფორმულაა და "ქართული ოცნების" თამაში", - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, დღევანდელი მოცემულობით კახა კალაძე ფავორიტია. თუმცა, ხვიჩია მიიჩნევს, რომ ეს შესაძლოა, ასე არ იყოს იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია სწორ სტრატეგიას შეარჩევს.

"ალბათ, მოცემულ სიტუაციაში ნიკა მელია შესაფერისი კანდიდატია ამ ბრძოლისთვის, თუმცა ამ წუთას, მას არ აქვს ლიდერის პოზიცია. მთელ ოპოზიციას მოვუწოდებთ, დედაქალაქში საერთო კანდიდატს ნუ დააყენებენ,
რადგან ეს არის წაგების ფორმულა და "ქართული ოცნების" თამაში. თუ პირველ ტურში მხოლოდ ორი კანდიდატურა იქნება - ნიკა მელია და კახა კალაძე, დარწმუნებული ვარ, პირველივე ტურში კახა კალაძე მოიგებს და ეს ისტორია მორჩება. სჯობს, პირველივე ტურში რამდენიმე კანდიდატი იყოს და ბრძოლა გადავიდეს
მეორე ტურში, თუ მეორე ტურში იქნება სიტუაცია, რომ 43 პროცენტი არ ექნება "ქართულ ოცნებას" და ახალი არჩევნები დაინიშნება, ეს შანსს გააჩენს, რომ კახა კალაძეს მოუგო", - განაცხადა ხვიჩიამ.
რომანი
23 ივლისი 2021 12:55
თბილისის მერის კანდიდატად კალაძე უალტერნატივოა, მაგრამ დემოკრატიის სრულყოფილების კუთხით საჭიროა კონკურენტად ოპოზიციამ დააყენოს ისეთი კანდიდატი, რომელიც ხმების რაოდენობის მეოთხედს მაინც რომ მიიღებდეს, მაგრამ ვინც არ უნდა შეარჩიოს ოპოზიციამ თუ მას ოდნავი კავშირი ექნება ნაცებთან მისი სამარცხვინო წაგება გარდაუვალია.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები