"ჩვენ ამბიცია ყველგან გვაქვს, მაგრამ გვაქვს საღი აზრიც და იმისთვის, რომ ივანიშვილის რეჟიმს მოვუგოთ, გონივრული კომპრომისისთვის მზად უნდა ვიყოთ"
"ჩვენ ამბიცია ყველგან გვაქვს, მაგრამ გვაქვს საღი აზრიც და იმისთვის, რომ ივანიშვილის რეჟიმს მოვუგოთ, გონივრული კომპრომისისთვის მზად უნდა ვიყოთ"
"ყველა ეს გვარი არის აბსოლუტურად ლეგიტიმური განხილვის საგანი, გადაწყვეტილებას მალე გაიგებთ. ჩვენ ამბიცია ყველგან გვაქვს, მაგრამ გვაქვს საღი აზრიც და იმისთვის, რომ ივანიშვილის რეჟიმს მოვუგოთ, გონივრული კომპრომისისთვის მზად უნდა ვიყოთ",- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, დაუჭერს თუ არა მხარს თბილისის მერობის კანდიდატად ნიკა მელიას, საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურად კი ელენე ხოშტარიას წარდგენას.

ბოკერია იმედოვნებს, რომ ადგილობრივ არჩევნებზე ოპოზიციურ პარტიებს შორის კანდიდატებზე შეჯერება მთელი ქვეყნის
მასშტაბით იქნება.

"აუცილებელია, რომ ამხელა საფრთხის წინაშე, რომელიც ქვეყანას ივანიშვილის სახით უდგას, კოორდინირება იყოს დემოკრატიულ ოპოზიციას შორის, რაც გულისხმობს თბილისსა და თბილისს გარეთ საკვანძო რაიონებში შეჯერებულ მერობის და საკრებულოების თავმჯდომარეობის კანდიდატებს. მოხარული ვარ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს პროცესი დაგვიანდა, ვართ მოლაპარაკებების ბოლო ფაზაში და
იმედი მაქვს, დღეს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას შორის მოლაპარაკებების პირველი ეტაპი იქნება გაცხადებული", - განაცხადა ბოკერიამ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები