"საიდან მოდიოდა ფული ამ ექსტრემისტულად განწყობილი ადამიანების ყულაბაში, მათ მედიასაშუალებებს ვინ აფინანსებს და რატომ არ არიან დაკავებულები ორგანიზატორები?" - კვირის პალიტრა

"საიდან მოდიოდა ფული ამ ექსტრემისტულად განწყობილი ადამიანების ყულაბაში, მათ მედიასაშუალებებს ვინ აფინანსებს და რატომ არ არიან დაკავებულები ორგანიზატორები?"

"ჩვენ მხარს ვუჭერთ საგამოძიებო კომისიას - ეს ხელისუფლება არ აპირებს 5-6 ივლისის დანაშაულების გამოძიებას", - ასე ეხმიანება "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი რომან გოცირიძე ჟურნალისტებთან ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" ინიციატივას შეიქმნას საგამოძიებო კომისია.

გოცირიძე აცხადებს, რომ ხელისუფლება თავად არის პროვოკატორი და ამ ძალადობის თანამონაწილე, რაც ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელდა.

"ძალიან ბევრი რამ იქნება დასადგენი, მათ შორის, საიდან მოდიოდა ფული, წლების განმავლობაში ამ ექსტრემისტულად განწყობილი ადამიანების ყულაბაში, მათ მედიასაშუალებებს ვინ აფინანსებს და რატომ არ არიან დაკავებულები ორგანიზატორები, რომლებსაც საერთოდ არ ეხებიან, თუმცა, როგორ შეეხებიან, როცა მათი გუნდის მეორე ძალოვანი მხარე არიან", - განაცხადა გოცირიძემ.