"ელისაშვილი რომ ყოფილიყო საერთო კანდიდატი მიიღებდა [ოქროს მედალს]" - კვირის პალიტრა

"ელისაშვილი რომ ყოფილიყო საერთო კანდიდატი მიიღებდა [ოქროს მედალს]"

"ნიკა მელია ამ არჩევნებზე მიიღებს ვერცხლის ან ბრინჯაოს მედალს", - ამის შესახებ "მოქალაქეების" დეპუტატმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

კითხვაზე, ალეკო ელისაშვილი თუ მიიღებდა ოქროს მედალს, იოსელიანი აღნიშნავს, რომ თუ საერთო კანდიდატი იქნებოდა, მიიღებდა.

"როგორც ყოველთვის "ნაციონალური მოძრაობა" ვერ ახერხებს ოპოზიციური ხმების შეკრებას, არ აქვს რესურსი, რომ სრული ოპოზიციური ხმების მობილიზება მოახდინოს, ამიტომ ის არ არის სრული ოპოზიციის კანდიდატი, შეიძლება იყოს რამდენიმე პარტიის კანდიდატი და აქედან გამომდინარე, "ნაციონალური მოძრაობა" დაჯერდება ვერცხლის ან ბრინჯაოს მედალს, ზუსტად ვიცი, ოქროს მედალს ვერ მიიღებს, აპირებენ სხვადახვა საინტერესო ადამიანები მონაწილეობას მერობის არჩევნებზე. ელისაშვილი რომ ყოფილიყო საერთო კანდიდატი მიიღებდა [ოქროს მედალს],"- განაცხადა იოსელიანმა.