"პირველივე ტურში რომც მოიგოს კახა კალაძემ, ჩვენ შეგვიძლია ის გადავაყენოთ" - კვირის პალიტრა

"პირველივე ტურში რომც მოიგოს კახა კალაძემ, ჩვენ შეგვიძლია ის გადავაყენოთ"

კახა კალაძეს ჩვენ დავამარცხებთ იმ შემთხვევაში, თუ პირველ ტურში, საკრებულოში, უმრავლესობას ოპოზიცია მოიპოვებს. პირველივე ტურში რომც მოიგოს კახა კალაძემ, ჩვენ შეგვიძლია ის გადავაყენოთ, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში, "360 გრადუსი" განაცხადა.

მისი თქმით, დედაქალაქის საკრებულოში ხმების უმრავლესობის მოპოვებისთვის "სტრატეგია აღმაშენებელი" ყველაფერს გააკეთებს.

"კახა კალაძეს ჩვენ დავამარცხებთ იმ შემთხვევაში, თუკი პირველ ტურში, საკრებულოში, უმრავლესობას ოპოზიცია მოიპოვებს. ამისთვის ჩვენ, "სტრატეგია აღმაშენებელი", ძალიან დიდი წვლილს შევიტანთ, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომ საკრებულოზე კონტროლი პირველივე ტურში ოპოზიციურმა ძალებმა აიღოს, - ამისთვის ჩვენ ვემზადებით.

საკრებულოში 50%-ზე მეტს შეუძლია მერი ნებისმიერ დროს მოხსნას. თუ საკრებულოში 26 ხმა გვექნება, პირველივე ტურში რომც მოიგოს კახა კალაძემ, ჩვენ შეგვიძლია ის გადავაყენოთ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.