"ამ კენჭების სროლას, ბატონო გახარია, ხომ არ სჯობს, თავად იყაროთ კენჭი და საზოგადოებამ გადაწყვიტოს, ვინ იყო 20 ივნისის ყველაზე ნეგატიური გმირი?!"
"ამ კენჭების სროლას, ბატონო გახარია, ხომ არ სჯობს, თავად იყაროთ კენჭი და საზოგადოებამ გადაწყვიტოს, ვინ იყო 20 ივნისის ყველაზე ნეგატიური გმირი?!"
არ მეშვება ეს ადამიანი, რამდენჯერაც გამოჩნდება, იმდენი მახსენებს - ამ კენჭების სროლას, ბატონო გახარია, ხომ არ სჯობს, თავად იყაროთ კენჭი თბილისის მერობის კანდიდატად და საზოგადოებამ გადაწყვიტოს, ვინ იყო 20 ივნისის ყველაზე მნიშვნელოვანი ნეგატიური გმირი?! - ამის შესახებ თბილისში რამდენიმე ოპოზიციური პარტიის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ განაცხადა, რითაც უპასუხა პარტიის - "საქართველოსთვის" დამფუძნებლის გიორგი გახარიას განცხადებას, რომ "ქართულმა ოცნებამ" თავისი უსუსურობით, მიაღწია იმას, რომ 20 ივნისის ყველაზე ნეგატიური გმირი მერობის კანდიდატადაა
წარდგენილი".

მელიას განცხადებით, ჩანს, რომ გახარიასთვის ის და კოალიციური ოპოზიცია სამიზნეა.

"ჩემთვის ბატონი გახარია სამიზნეს არ წარმოადგენს. როგორც ჩანს, მისთვის მე და ეს კოალიციური ოპოზიციური ერთობა წარმოვადგენთ სამიზნეს. თუ მას შესწევს შესაბამისი გამბედაობა, შესაბამისი უნარი, რომ მილიონნახევრიან ქალაქში კენჭი იყაროს, დადგეს კანდიდატად. ნათქვამით კი არ
შემოიფარგლოს, არამედ საქმით დაამტკიცოს და საზოგადეობასაც დაარწმუნებს, რომ ის არის მართალი თავის შეფასებებში და მე ვარ მტყუანი. ამიტომ, ვფიქრობ, ბატონ გახარიას მსგავსი განცხადებებსი კეთებას ურჩევნია, გაბედოს და კენჭი იყაროს. მაგრამ ძალიან მეპარება ეჭვი",- განაცხადა მელიამ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები