სამების საკათედრო ტაძარში დღეს ჩვილთა საყოველთაო ნათლობა მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

სამების საკათედრო ტაძარში დღეს ჩვილთა საყოველთაო ნათლობა მიმდინარეობს

სამების საკათედრო ტაძარში დღეს ჩვილთა საყოველთაო ნათლობა მიმდინარეობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საპატრიარქოში განუცხადეს, დღეს 1600-მდე ბავშვი მოინათლება.

20:00 საათისთვის სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მიბრძანდება და ნათლულებს დალოცავს.

ცნობისთვის, საყოველთაო ნათლობა 63-ედ იმართება.