"ჟურნალისტები, ოპოზიციის წარმომადგენლები, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანები არიან ზიზღის და აგრესიის ფოკუსში" - კვირის პალიტრა

"ჟურნალისტები, ოპოზიციის წარმომადგენლები, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანები არიან ზიზღის და აგრესიის ფოკუსში"

ჟურნალისტები, ოპოზიციის წარმომადგენლები, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანები არიან ზიზღის და აგრესიის ფოკუსში, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, "ქართული ოცნება" ძალადობას ახალისებს.

"ყველამ ვიხილეთ ჩემს და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობრივი აქტი. მე გუშინ გახლდით გამოკითხვაზე და მივაწოდე მთელი ინფორმაცია. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ "რუსთავი 2"- ის ჟურნალისტი გახდა კინაღამ ფიზიკური დაზიანების ობიექტი, ძალიან ცოტა დააკლდა იმ მანქანას, რომ ფეხზე არ დაეჯახა. ეს არის ძალადობის წახალისება და ეს ხდება პარლამენტის დარბაზიდან, "ქართულ ოცნებასთან" აფილირებული მედიიდან და პორტალებიდან, რუსული ჰომოფობიური საკომუნიკაციო არხებიდან. მათ გადაწყვიტეს ზიზღით კვებონ ადამიანები და ეს აღარ გავა, ჩვენ ვნახეთ, რამდენად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია ბანერებმა, სადაც მედიამენეჯერები და პოლიტიკოსები იყვნენ გამოსახულნი", - განაცხადა დეკანოიძემ.