"ცარიელი სკამების უკან შეშინებული და გაქცეული ადამიანები დგანან"
"ცარიელი სკამების უკან შეშინებული და გაქცეული ადამიანები დგანან"
"ცარიელი სკამების უკან შეშინებული და გაქცეული ადამიანები დგანან"

"ქართულმა ოცნებამ" შეთანხმების დოკუმენტზე ხელის მოწერით, მაგალითი მისცა სხვა საპარლამენტო სუბიექტებს, რომ დასრულებულიყო პოლარიზაცია და საპარლამენტო სუბიექტები ჩართულიყვნენ საპარლამენტო საქმიანობაში, - ამ განცხადებით უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა ოპოზიციურ პარტიებს მიმართა.

მისი თქმით, ცარიელი სკამების უკან დგანან უპასუხისმგებლო, შეშინებული და გაქცეული ადამიანები, რომლებმაც საკუთარი ამომრჩეველი მოატყუეს.

"როდესაც "ქართულმა ოცნებამ" მისცა მაგალითი სხვა საპარლამენტო სუბიექტებს, რომ ხელი მოეწერათ შეთანხმების დოკუმენტისთვის, ამ შეთანხმების მთავარი მიზანი
პოლარიზაციის დასრულებასთან ერთად იყო ის, რომ საპარლამენტო სუბიექტები ჩართულიყვნენ საპარლამენტო საქმიანობაში. ამ ცარიელ სკამებს, რომელსაც ახლა ჩვენ ვხედავთ ჰქვია თავისი სახელი - ეს არის უპასუხისმგებლობა და სინამდვილეში ამ ცარიელი სკამების უკან დგანან შეშინებული და გაქცეული ადამიანები. ეს უნდა იცოდეს ჩვენმა საზოგადოებამ. ამ სუბიექტებს არ აქვთ
არც არგუმენტები და არც სათქმელი, პირველ რიგში იმ ამომრჩევლისთვის, ვისაც ასე უტიფრად ატყუებდნენ თვეების მანძილზე"", - განაცხადა რიგგარეშე სესიის სხდომაზე უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა.
ალექს
27 ივლისი 2021 16:48
მიტინგებზე დაიღალნენ და ისვენებენ, ხომ უნდა წერონ კანონები როცა გაიმარჯვებენ და პოზიციაში დაბრუნდებიან ?!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები