"როცა შავ­და­თუ­აშ­ვი­ლი ჭი­და­ობს, სხდო­მის და­წყე­ბა ცოტა ჭირს, წარ­მა­ტე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლო!" - კვირის პალიტრა

"როცა შავ­და­თუ­აშ­ვი­ლი ჭი­და­ობს, სხდო­მის და­წყე­ბა ცოტა ჭირს, წარ­მა­ტე­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლო!"

"როცა შავდათუაშვილი ჭიდაობს, სხდომის დაწყება ცოტა ჭირს, წარმატებები საქართველო!" - წერს "ქართული ოცნების" პიარსამსახურის წარმომადგენელი გრეტა წიწავა და ავრცელებს ფოტოს, რომელზეც ჩანს, როგორ ელიან შავდათუაშვილის გამოსვლას ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, ლაშა შავდათუაშვილი, კარიერაში მეორედ ოლიმპიადის ფინალში იჭიდავა. ამ მნიშვნელოვანი ფინალის დროს პარალამენტის სხდომა დროებით შეჩერდა. სამწუხაროდ, ლაშა ურთულეს ბრძოლაში დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ლაშა გახდა პირველი ძიუდოისტი საქართველოს ისტორიაში, რომელმაც მედლები სამ ოლიმპიადზე მოიპოვა.

მოგეხსენებათ, შავდათუაშვილი გასული ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორია, 2012 წელს კი ოქროს მედალი მოიპოვა.