"გახარიას წასვლამ კალაძე დააბრუნა და როგორც ჩანს, ის დაბრუნდა ახალი შესაძლებლობებითა და პირობებით" - კვირის პალიტრა

"გახარიას წასვლამ კალაძე დააბრუნა და როგორც ჩანს, ის დაბრუნდა ახალი შესაძლებლობებითა და პირობებით"

"თუ ოპოზიციას მიაჩნია, რომ ყველა ოპოზიციური ხმა მათკენ წავა, ეს არასწორი იქნება - მნიშვნელოვანია, ადამიანს ჰქონდეს მესამე ძალისთვის ხმის მიცემის არჩევანი. იქნება ეს ვაშაძე, პეტრე თუ პავლე - თუ ვინმე შეძლებს ამომრჩევლის მობილიზებას, ეს ქართულ პოლიტიკურ სივრცეს წაადგება",- ამის შესახებ ექსპერტმა ვანო მაჭავარიანმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "დღის ნიუსრუმში" ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებულ პროგნოზებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, მესამე ძალის ნიშის ადგილის დაკავებას გიორგი გახარია ცდილობს, თუმცა "მან ჯერჯერობით როგორც პოლიტიკურმა პარტიამ პოზიციონირება ვერ შეძლო".

"უნდათ, რომ იგივე წრე შემოგვთავაზონ, რითაც არჩევნები მთავრდება ხოლმე, ამას გვთავაზობს "ქართული ოცნებაც" და "ნაციონალური მოძრაობაც". "ქართულ ოცნებას" საერთოდ არ უნდა ხელისუფლების დათმობა არანაირ პირობებში. ელემენტარული პროცენტების დათმობა არ უნდოდა. სადავო რაც იყო - 4-5%, ამაზეც კი ასეთი პრობლემური სიტუაცია შექმნეს და დაისტრესეს, მექანიკურად დაიწყეს ოქმების გადაკეთება. მათი განცხადებებიდან გამომდინარე მათთვის მთავარი არ არის მხოლოდ კალაძის არჩევა, რომელიც რაღაც პირობებით შემოვიდა. ძალიან უცაბედად გახდა ავად, უცაბედად გავიდა პოლიტიკური სივრციდან, გახარიას წასვლამ დააბრუნა კალაძე და როგორც ჩანს, ის დაბრუნდა ახალი შესაძლებლობებითა და პირობებით. ამ ადამიანს არ ეტყობა, რომ ავად არის. ბიძინა ივანიშვილს აქვს ასეთი სტილი - უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გადადგა. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ერთ თვეში დაბრუნდა უნივერსიტეტში, კარგი თანამდებობა აქვს. კალაძე ხდება ავად, განვიცდით, გახარია გადადგა, გახარიას გადადგომამ კალაძეს გაუხსნა შესაძლებლობა, "ოცნებაში" ლიდერი იყოს.

თუ ოპოზიციას მიაჩნია, რომ ყველა ოპოზიციური ხმა მათკენ წავა, არასწორი იქნება, დავინახეთ, რომ "ქართულ ოცნებას" და "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს ლიმიტი. ე.წ. არანაცი და არაქოცი ამომრჩეველი რჩება სახლში ან იხრება "ქართული ოცნებისკენ" და ცარიელი მესამე ძალის ნიშა ცარიელი რჩება, ამის შევსებას ცდილობს გახარია, მაგრამ მისი ამომრჩეველი ისევ "ოცნების" ამომრჩეველია, რადგან მან ჯერჯერობით როგორც პოლიტიკურმა პარტიამ პოზიციონირება ვერ შეძლო და ვერც გააკეთებს.

მესამე ძალების შექმნამ შეიძლება გააერთიანოს ოპოზიციური ძალები, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" კალთის ქვეშ არ არიან - ეს თემა მიმზიდველად მიმაჩნია იმიტომ, რომ ეს ხმები დაიკარგება - გადავა გახარიასკენ. არ უნდათ არჩევანი "კოკა-კოლასა" და "პეპსის", ანუ "ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობის" კანდიდატს შორის. გახარია არის "ოცნების" ამომრჩეველი, რომელიც იმედგაცრულებულია კობახიძე -თალაკვაძით და მეორე მხრივ, 2020-ის არჩვენებზე გახარაის პრემიერობას მისცა ხმა. მნიშვნელოვანია, ადამიანს ჰქონდეს მესამე ძალისთვის ხმის მიცემის არჩევანი. იქნება ეს ვაშაძე თუ პეტრე და პავლე - თუ ვინმე შეძლებს ამომრჩევლის მობილიზებას, ეს ქართულ პოლიტიკურ სივრცეს წაადგება",- განაცხადა მაჭარაშვილმა.

გარდა ამისა, მაჭავარიანმა ისაუბრა არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაზეც და აღნიშნა, რომ კომისიის დასკვნა არჩევნებთან დაკავშირებით კითხვებს არ აქარწყლებს.

"როგორც ჩანს, "ოცნებისთვის" მნიშვნელოვანია, საერთაშორისო თანამეგობრობას აჩვენოს, რომ ეს გამოკვლია და იგივე დასკვნამდე მივიდა, რაზეც თავის დროზე საუბრობდნენ. ეს არ ქმნის კონსესუსს საზოგადოებაში და შეთანმხებას პოლიტიკურ პარტიებს შორის. ხელს არ უწყობს ნდობას, რომელიც ამ არჩევნებმა წაშალა",- განაცხადა მაჭარაშვილმა.

რაც შეეხება პარლამენტის დღის წესრიგში არსებულ კიდევ ერთ საკითხს - ცესკო-ს დაკომპლექტებას, მაჭავარიანის აზრით, იყვნენ პიროვნებები, რომლებზეც მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შესაძლებელი იყო, თუმცა "ქართული ოცნება" აგრძელებს პრინციპს - "ან ყველაფერი ან არაფერი".

"2021-ში 43%-იანი ზღვარი, როგორც ჩანს, "ქართული ოცნებისთვის" იმდენად მნიშვნელოვანია, რომ 6- თვიანი მექანიზმი აწყობთ, ოღონდ 2021 ისე ჩატარდეს, რომ 43%-იან ზღვარს გადააბიჯონ. ეჭვი მაქვს, რომ ამუშავდება იგივე მექანიზმები, რასაც ისინი პანდემიას, არაკომპეტენტრობას და სტრესს აბრალებდნენ, იმ ადამიანების პირობებში, რომლებსაც მათ კომისიის თავმჯდომარეობა და წევრობა შესთავაზეს. ამიტომ, ვფიქრობ, ისევ იმ წერტილში ვართ, როდესაც ვიყავით 2020-ში, როდესაც ნდობა ამ არჩევნების მიმართ იყო პრობლემური",- განაცხადა მაჭარაშვილმა.