თბილისში „ვითიბი ბანკის“ გაძარცვა სცადეს - არსებული ინფორმაციით, მძარცველი ბანკში სავენტილაციო შახტიდან შევიდა - კვირის პალიტრა

თბილისში „ვითიბი ბანკის“ გაძარცვა სცადეს - არსებული ინფორმაციით, მძარცველი ბანკში სავენტილაციო შახტიდან შევიდა

მელიქიშვილის გამზირზე "ვითიბი ბანკის" გაძარცვა სცადეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით (151-ე და 19-177-ე) მიმდინარეობს, რაც მუქარას და ქურდობის მცდელობას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, "ვითიბი ბანკში" მძარცველი სავენტილაციო შახტიდან შევიდა, თუმცა მან თანხის წაღება ვერ მოასწრო.

ამ წუთებში ბანკში საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.