საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დემსი სტუმრობს - კვირის პალიტრა

საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დემსი სტუმრობს

საქართველოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი რიკ დემსი სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი შეხვედრებს დღეიდან დაიწყებს. თავდაპირველად ის საკანონმდებლო ორგანოში გამართავს აუდიენციას.

კერძოდ, რიკ დემსი ჯერ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას შეხვდება, მოგვიანებით კი საპარლამენტო ოპოზიციის და უმრავლესობის წარმომადგენლებთან გამართავს შეხვედრებს.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, დაგეგმილია რიკ დემსის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრებთანაც.

შეხვედრები გაიმართება ასევე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისა და პარლამენტის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარეებთან და ევროპის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრებთან.

რიკ დემსის საქართველოში ვიზიტი ორდღიანია და ის 28 ივლისს დასრულდება.