"თუ თბილისის მერის არჩევნებზე ორი კანდიდატურა - კალაძე და მელია იქნებიან, ხმები 70-30-ზე გადანაწილდება"
"თუ თბილისის მერის არჩევნებზე ორი კანდიდატურა - კალაძე და მელია იქნებიან, ხმები 70-30-ზე გადანაწილდება"
"თუ თბილისის მერის არჩევნებზე ორი კანდიდატურა - კალაძე და მელია იქნებიან, ხმები 70-30-ზე გადანაწილდება", - ასეთ პროგნოზს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე აკეთებს.

მისივე თქმით, არც ერთ შემთხვევაში თბილისში მერის არჩევნების მეორე ტური არ იქნება, რადგან ისეთ კანდიდატის მონაწილეობას, ვინც პირველი ტურის საკითხს ეჭვქვეშ დააყენებს, არ ელიან.

"ამას წინასწარი კვლევები არჩვენებს, რაც ჩვენ გვაქვს. გვქონდა წინასწარი ინფორმაცია, რომ არჩევნებში მელიას დაყენებას აპირებდნენ. თუკი ორი კანდიდატი იქნება, პროპორცია დაახლოებით ასეთი იქნება
70-30.

სააკაშვილმა მელია თბილისის მერობის კანდიდატად იმიტომ დააყენა, რომ აქვს ერთადერთი მარტივი მიზანი - ეჭვიანობს მელიაზე და უნდა ბოლომდე გააფუჭოს. გამომდინარე აქედან, მისი 30%-იანი შედეგი გაფუჭების საუკეთესო ინსტრუმენტი იქნება.

"სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ კახა კალაძე არჩევნებს პირველივე ტურში მოიგებს. ამის გარანტიაა, საზოგადოების განწყობა კახა
კალაძის მიმართ"
, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიხის ინფორმაციით, მერობის კანდიდატებს მიმდინარე კვირის ბოლომდე წარადგენენ. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში მოხდება საკრებულოების მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა.

"რაც შეეხება სიებს, სიების წარდგენის ვადა 2 სექტემბრამდეა, მანამდე სამუშაო პროცესი გვექნება. არსებითად სიებზე მუშაობაც უახლოეს მომავალში დასრულდება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


"კეთილი ინებოს ოპოზიციამ, ნებისმიერ დროს, სატელევიზო ფორმატში დასხდნენ და ზუსტად ნახევარ საათში დავუმტკიცებთ, რომ მათი ბრალდება არჩევნების გაყალბებაზე იყო ცარიელი ტყუილი" - კობახიძის თქმით, საგამოძიებო კომისიამ ცხადყო, რომ ოპოზიციის ყველა ბრალდება სპეკულაცია იყო.

"დეტალური ანალიზი იმას აჩვენებს, რომ ოპოზიციის ყველა ბრალდება ცარიელი სპეკულაცია იყო. ჩვენ არაერთხელ ვთქვით, რომ მზად ვართ, თითოეულ ამ საკითხზე დეტალურ დებატებში შევიდეთ მათთან, რასაც ოპოზიცია გაურბოდა ნოემბრიდან, გაურბის დღეს და ალბათ, გაექცევიან ხვალაც. დებატებს გაურბიან, რადგან ჩვენზე უკეთ იციან, რომ მათი ბრალდება იყო სრული სპეკულაცია და სიცრუე. თვითმმართველობის არჩევნებზე არ უნდა განმეორდეს, რაც 2020 წლის არჩევნებზე ხდებოდა, როცა ოპოზიციამ სიცრუეზე ააგო კამპანია. კეთილი ინებონ, გვითხრან, ამ დასკვნაში რა არის არასწორი. ვერაფერს გვეტყვიან, რადგან მათი კამპანია აგებული იყო სიცრუესა და სპეკულაციაზე", - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე თბილისის ქუჩებში პოლიტიკოსების და მედიამენეჯერების გამოსახულებით გამოკრული პლაკატების საკითხს გამოეხმაურა:

"პასუხისმგებლობას იმ პლაკატებზე ვერ ავიღებთ, რომელიც ვიღაცამ გამოაკრა - სააკაშვილი, კეზერაშვილი, "ჭუტა", გვარამია და მელაძე სიძულვილის მთავარი გამღვივებლები არიან".

ირაკლი კობახიძემ თეა წულუკიანის ქმედებაც შეაფასა, რომელმაც ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა და მას "მარტივი პერფორმანსი" უწოდა.

"ეს იყო მარტივი პერფორმანსი. რაც შეეხება პლაკატებს, კონკრეტულმა ადამიანებმა გამოაკრეს პლაკატები და ნახეთ, რამდენად მძიმე რეაქცია ჰქონდათ პლაკატებზე გამოსახულ პირებს, ამის მიზეზი არის მარტივი - მათ იციან პლაკატზე რაც ეწერა, რეალურად სიმართლეა.

ეს ხომ ჩვენ არ გაგვიკეთებია? შეგახსენებთ, პოსტერებზე ვინ გამოსახეს - ეს იყო სააკაშვილი, კეზერაშვილი, "ჭუტა", გვარამია, მელაძე. თითოეული ეს ადამიანი იმით გამოირჩევა, რომ არიან სიძულვილისა და აგრესიის მთავარი გამღვივებლები ამ ქვეყანაში",- განაცხადა კობახიძემ.


მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები