"შეწყვიტეთ თამაში და აამოქმედეთ მიშელის შეთანხმება, რადგან მისი შემადგენელი ნაწილები უკიდურესად მნიშვნელოვანია"
"შეწყვიტეთ თამაში და აამოქმედეთ მიშელის შეთანხმება, რადგან მისი შემადგენელი ნაწილები უკიდურესად მნიშვნელოვანია"
"საქართველო იმყოფება გზაზე, რომ გახდეს პანევროპული საზოგადოების წევრი. საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და ეს პროგრესი უნდა გაგრძელდეს", - ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა რიკ დემსმა პარლამენტში გამართული შეხვედრების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ამ მხრივ მნიშვნელოვანია შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება და ამ შეთანხმების პრაქტიკული განხორციელება.

"მნიშვნელოვანია შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება, რომელიც პრაქტიკულად უნდა განხორციელდეს გადადების გარეშე, ვინაიდან ამ შეთანხმების უამრავი ელემენტი მნიშვნელოვანია პროგრესის მისაღწევად
იმისთვის, რომ პანევროპული საზოგადოების სრული წევრი გახდეთ. ასე რომ, აუცილებელია ამგვარი ფართო შეთანხმების პრაქტიკაში ამოქმედება. შეწყვიტეთ თამაში და აამოქმედეთ ის პრაქტიკაში, რადგან მისი შემადგენელი ნაწილები უკიდურესად მნიშვნელოვანია," - განაცხადა რიკ დემსმა.

"დიახ, თუ თქვენ ატარებთ რეფორმებს, ყოველთვის საჭიროა ვენეციის კომისიის მოსაზრება. ჩემი გზავნილი ძალიან ნათელია.
გვაქვს ასეთი ინსტიტუტი, რომელსაც ვენეციის კომისია ჰქვია. ეს არის ორგანო, რომელსაც საკონსტიტუციო რეფორმისა და საარჩევნო სისტემის საკითხებში მსოფლიოს მაშტაბით მაღალი რეპუტაცია აქვს. დიახ, თუ თქვენ ატარებთ რეფორმებს, ყოველთვის საჭიროა ვენეციის კომისიის მოსაზრება, ვენეციის კომისია არ არის საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც გეუბნება, რა უნდა გააკეთო, ისინი საკუთარ მოსაზრებას გაწვდიან და ეს მოსაზრება შემდეგ უნდა გაითვალისწინონ, ან არ გაითვალისწინონ მთავრობაში ან პარლამენტში. ეს მოსაზრება არის როგორც საკვები ოპოზიციისთვის და უმრავლესობისთვის, რომ გამოიყენონ სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ.

მესმის, რომ ზოგიერთი რეფორმის შემთხვევაში გათვალისწინებული იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, მაგრამ არა ყველა შემთხვევაში. რა შემთხვევაშიც არ იყო გათვალისწინებული, ის რა თქმა უნდა, დებატებისთვის საკვებია პარლამენტისთვის და ასევე ჩვენთვისაც ასამბლეაში", – განაცხადა რიკ დემსმა.

მისი თქმით საქართველოსა და რეფორმების საკითხი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დღის წესრიგშია და ისინი ამ საკითხებს, რასაც მომდევნო კვირების და თვეების განმავლობაში შეისწავლიან.

"ოქტომბერში არჩევნები გაქვთ. როგორც მესმის, ეს იქნება ადგილობრივი არჩევნები, მაგრამ ეროვნული რეფერენდუმის მსგავსი, ასეთი რამ არსად მინახავს. ასე რომ, რაღაცას ახალს ქმნით. არ ვიცი, ეს რამდენად იმუშავებს, ცოტა უცნაურია, მიდიხარ მერების ასარჩევად და ეს გარკვეულწილად რეფერენდუმია ოპოზიცია უმრავლესობის წინააღმდეგ. საინტერესოა, მაგრამ ჩარევას არ ვაპირებ", – განაცხადა რიკ დემსმა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები