"არ დაუბრუნებიათ, ჯერ? მოეწონა ეტყობა" - რას ამბობს ნათია თურნავა "მთავარი არხის" მიკროფონზე
"მოეწონა, ეტყობა", - ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის ქმედება, რომელმაც "მთავრია არხის" ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა.
კითხვაზე თუ როგორ შეაფასებდა ის, მინისტრის ქმედებას თურნავამ უპასუხა - "არ დაუბრუნებიათ, ჯერ? მოეწონა ეტყობა".
ცნობისთვის, საქართველოს კულტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა, რომელიც სენაკში თეატრის გახსნას ესწრებოდა, "მთავარი არხის" ჟურნალისტს, ემა გოგოხიას მიკროფონი გამოართვა და განაცხადა, რომ აღარ დაუბრუნებს. ჟურნალისტმა ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა.