"შეშფოთებულები ვართ იმ ძალადობით, რაც 5 ივლისს ვნახეთ - პრესის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია დემოკრატიული ქვეყნისთვის" - კვირის პალიტრა

"შეშფოთებულები ვართ იმ ძალადობით, რაც 5 ივლისს ვნახეთ - პრესის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია დემოკრატიული ქვეყნისთვის"

"პრესის თავისუფლება მნიშვნელოვანია დემოკრატიული საქართველოსთვის. მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სვლას დასავლეთისკენ და პრესის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია დემოკრატიული ქვეყნისთვის", - ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა განაცხადა.

მისი თქმით, 5 ივლისს ჩადენილი დანაშაულის ყველა ფაქტი სრულყოფილად უნდა იქნას გამოძიებული.

"შეშფოთებულები ვართ იმ ძალადობით, რაც 5 ივლისს ვნახეთ. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ საქმეს გამოიძიებენ. მნიშვნელოვანია, რომ მედიას ჰქონდეს სათანადოდ მუშაობის საშუალება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ჩადენილი დანაშაული გამოძიებულ იქნას და შედეგები მოჰყვეს," - აღნიშნა ელჩმა.