"ქართულმა ოცნებამ“ დაინახა, რომ რაც არ უნდა ვირეშმაკობა ითამაშონ, 43%-ზე ვერ გადიან - უმაღლეს ლიგაში გადავიდა და საერთაშორისო "გადაგდება“ მოაწყო" - კვირის პალიტრა

"ქართულმა ოცნებამ“ დაინახა, რომ რაც არ უნდა ვირეშმაკობა ითამაშონ, 43%-ზე ვერ გადიან - უმაღლეს ლიგაში გადავიდა და საერთაშორისო "გადაგდება“ მოაწყო"

"ქართულმა ოცნებამ“ დაინახა, რომ, რაც არ უნდა ვირეშმაკობა ითამაშოს, 43%-ზე ვერ გადიან - გახარიამ, მათი ელექტორატის სახით, ძალიან მსხვილი ნაწილი წაიღო, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "რეზიუმე“ განაცხადა.

როგორც გია ხუხაშვილი აღნიშნავს, "ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადება იმაზე მეტყველებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში, 43%-ს მმართველი პოლიტიკური ძალა ვერ იღებს.

"ამას ჰქვია გადაგდება, თუ ადრე იყო ლოკალური გადაგდება, ახლა უკვე უმაღლეს ლიგაში გადავიდა და საერთაშორისო გადაგდება მოაწყო. თუმცა, ეს გადაგდება კიდევ იმით განსხვავდება წინა გადაგდებისგან, რომ თვითონ აიღო პასუხისმგბელობა გადაგდებაზე. ახლა ისე ითამაშა, თქვენ შეპირდით და მე გადავაგდებო.

გახარიას ბრალია ეს გადაწყვეტილება. "ქართულმა ოცნებამ“ გაზომა და დაინახა, რომ, რაც არ უნდა ვირეშმაკობა ითამაშონ, 43%-ზე ვერ გადიან. იმ გაყალბებას, რა ტექნოლოგიებსაც ფლობენ, აქვს თავისი რესურის, რაც არ არის საკმარისი 43%-ის მისაღებად. ეს დაინახეს და ხელი აიღეს ყველაფერზე. გახარიამ, მათი ელექტორატის სახით, ძალიან მსხვილი ნაწილი წაიღო. იმათ ეგონათ, რომ გახარიას ორ დღეში გააფუჭებდნენ“, - განაცხადა გია ხუხაშვილმა.