"ქართული ოცნება" სიტუაციას მასხრად იგდებს - პრემიერ-მინისტრი უნდა წავიდეს, თუ საქართველოს დემოკრატიულ გზაზე დაბრუნების იმედი აქვს"
"ქართული ოცნება" სიტუაციას მასხრად იგდებს - პრემიერ-მინისტრი უნდა წავიდეს, თუ საქართველოს დემოკრატიულ გზაზე დაბრუნების იმედი აქვს"
პრემიერ-მინისტრი უნდა წავიდეს, თუ საქართველოს დემოკრატიულ გზაზე დაბრუნების იმედი აქვს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში, დევიდ კრამერმა "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

კრამერის თქმით, მიზნობრივი სანქციების დაწესების დროა.

"ქართული ოცნება" სიტუაციას მასხრად იგდებს. წარსულში ოპოზიციის ნაწილობრივი დადანაშაულება და იმის თქმა შეიძლებოდა, რომ ისინი პარლამენტში უნდა შესულიყვნენ. ახლა, ეს კრიზისი მთლიანად პრემიერ-მინისტრის, "ქართული ოცნებისა" და ბატონი ივანიშვილის ბრალია. პრემიერ-მინისტრი უნდა წავიდეს, თუ საქართველოს დემოკრატიულ გზაზე
დაბრუნების იმედი აქვს. "ევროკავშირი" თავს შეურაცხყოფილად უნდა გრძნობდეს, რომ მან "ქართულ ოცნებასთან" მოლაპარაკებებზე დრო დაკარგა. მიზნობრივი სანქციების დაწესების დროა, რათა "ქართული ოცნების" ხელმძღვანელობამ იცოდეს, რომ ყველაფერს აქვს საზღვარი”, - აღნიშნა დევიდ კრამერმა "ინტერპრესნიუსთან“.
მკითხველის კომენტარი (5)
თამარი
30 ივლისი 2021 13:13
სხვა სახელმწიფოს საქმეში ჩარევა და მითუმეტეს ასეთი ტონით ლაპარაკი დემოკრატიაა? ეს არ არის ქვეყნის შეურაცხყოფა? დევიდ კრამერს, თავად ეროვნებით ებრაელს, ისრაელიც კი არ მისცემს ამის უფლებას.
ჰაჰაჰა
29 ივლისი 2021 23:06
შენღა აკლდი ოპოზიციას
!
29 ივლისი 2021 20:40
ჩვენზე დარდით დაბერდა.
ალექს
29 ივლისი 2021 16:49
დევიდ, მართალია ორი დავითის სეხნია ხარ, მაგრამ დაუკრეფავში ნუ გადახვალ !
გიო
29 ივლისი 2021 16:39
შენ გირჩევნია კელის მოუწოდო თავის ქვეეყანაში დაბრუნება,ვასალად ,რომ გვიზის აქ.პრემიერს კი ქართველი ხალხი გადაწყვიტავს წავა თუ არ წავა.შეიგნეთ თქვე კოლონიზატორებო!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები