"ამაზრზენია უკვე ეს ყველაფერი. ქვეყანას ვკარგავთ ამათი ამბიციების, გაწევ-გამოწევის გამო"
"ამაზრზენია უკვე ეს ყველაფერი. ქვეყანას ვკარგავთ ამათი ამბიციების, გაწევ-გამოწევის გამო"
ჩვენ, გარკვეული ადამიანები ვითმენთ, მოლაპარაკებას ველოდებით და ოპოზიციის ნაწილს ვეტყვი, რომ თავი დაგვანებეთ და ჩვენ გარკვეული ადამიანები ჩვენ გზას ვნახავთ და როგორ უნდა სახელმწიფოებრიობის დაცვა, მაგას გაჩვენებთ. ოპოზიციის ნაწილს ვეუბნები, ამაზრზენია უკვე ეს ყველაფერი. ქვეყანას ვკარგავთ ამათი ამბიციების, გაწევ-გამოწევის გამო, - ამის შესახებ "კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა "პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში "360 გრადუსი“ განაცხადა. მისი თქმით, "ოცნების“ მიერ შეთანხმების შესრულებაზე უარის თქმა და ოპოზიციის მიერ ბრძოლის ვერ მოგება იმის
ბრალია, რომ ოპოზიციას პოლიტიკოსების ნაწილმა უღალატა და მოღალატე პოლიტიკოსების გამოვლენა დროულად არ მოხდა.

თაკო ჩარკვიანმა 19 აპრილის შეთანხმებამდე არსებული ვითარება გაიხსენა და განაცხადა, რომ სალომე სამადაშვილს "ნაციონალურ მოძრაობისთვის" ღალატი დიდი ხნით ადრე ჰქონდა გადაწყვეტილი და მოლაპარაკებებს ჯერ "სტრატეგია აღმაშენებელთან" აწარმოებდა, ხოლო შემდეგ "ლელოსთან“.

"ერთადერთი ჭკვიანური
სვლა ოპოზიციისა ის იქნებოდა, რომ სალომე სამადაშვილისნაირი ტიპები დროზე გვეთქვა, რომ ფსევდოა, აი ომი როდის იქნებოდა მოგებული. სალომე სამადაშვილისკენ მე რომ დავიწყე სროლა კენჭის და გაკვირვებული რომ მიყურებდა ყველა, რატომ სალომესკენო. იმიტომ, რომ ზუსტად ვიცოდი, რომ მოლაპარაკებას აწარმოებდა როგორ უნდა ეღალატა და მოღალატის არასოდეს არ მჯერა, გამორიცხული ამბავია. დიახ, როგორ უნდა შებრძანებულიყო ნაციონალების ხმით და იმ ხმებით როგორ უნდა აღმოჩენილიყო სხვებთან. ვისთან აწარმოებდა და "სტრატეგია აღმაშენებელთან" და შემდეგ წავიდა "ლელოში'' და ეს თამარ ჩარკვიანმა იცოდა. "ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდა ძალიან მყარი პოზიცია ბრძოლასთან დაკავშირებით და მას არ უნდოდა ეს ბრძოლა, უნდოდა პარლამენტში ყოფნა, გაბანტულად, თბილად “, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
Oto
29 ივლისი 2021 11:58
Amarzenebi xart tqven yvela vitom opozicia,mzedrionis gzas jabas gzas miuyvebit

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები