ვიოლა ფონ კრამონი საქართველოშია - კვირის პალიტრა

ვიოლა ფონ კრამონი საქართველოშია

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოშია. ის თბილისში უკრაინიდან ჩამოფრინდა.

კრამონის საქართველოში ვიზიტი 19 აპრილის შეთანხმების ანულირების შესახებ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებას უკავშირდება.

საქართველოში ჩამოსვლამდე ვიოლა ფონ კრამონი "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე "ქართული ოცნების" მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირებას გამოეხმაურა და გააკრიტიკა როგორც მმართველი გუნდი, ისე "ნაციონალური მოძრაობა".

"გულწრფელად რომ ვთქვათ: უდიდესმა ოპოზიციურმა პარტიამ "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" არც კი სცადა ევროკავშირთან ამ საერთო შეთანხმებაზე ხელი მოეწერა. ასე რომ, ორივე მხარე საშინელ პოლიტიკურ თამაშს თამაშობს მათი მოქალაქეების ხარჯზე. ეს ყველაფერი ნამდვილად არ წაადგებათ სასიკეთოდ", - წერს ვილა ფონ კრამონი.