"ერთხელ მოვიდა და ისიც, ღირებული ვერაფერი თქვა პლენარულ სხდომაზე. დიდი ხანია, გასულია ნორმალური პოლიტიკური ცხოვრებიდან" - კვირის პალიტრა

"ერთხელ მოვიდა და ისიც, ღირებული ვერაფერი თქვა პლენარულ სხდომაზე. დიდი ხანია, გასულია ნორმალური პოლიტიკური ცხოვრებიდან"

"ზურაბ ჯაფარიძის პარლამენტიდან გასვლა საოცრებათა წიგნში უნდა ჩაიწეროს",- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, ჯაფარიძე გასულია არა მხოლოდ პარლამენტიდან, არამედ ზოგადად ნორმალური პოლიტიკური ცხოვრებიდან.

"ადამიანი საკონსტიტუციო სასამართლოში საპარლამენტო არჩევნების დასრულების დღიდან გვიჩივის, რომ დეპუტატის მანდატი არ უწყდება და ახლა ამბობს, გავედიო. ერთხელ მოვიდა და ისიც, ვერაფერი ღირებული ვერ თქვა პლენარულ სხდომაზე. დიდი ხანია, გასულია არა მხოლოდ პარლამენტიდან, არამედ იმ ფორმატიდან, რასაც ჰქვია ნორმალური პოლიტიკური ცხოვრება", - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ "გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე საქართველოს პარლამენტს ტოვებს. აღნიშნულის შესახებ ჯაფარიძემ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე მას შემდეგ დაწერა, რაც მმართველი პარტიის საგანგებო ბრიფინგიდან გაირკვა, რომ 19 აპრილის პოლიტიკური შეთანხმების ანულირება მოხდა.