ნიკოლ ფაშინიანი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე რუსი მესაზღვრეების განთავსების საჭიროებაზე საუბრობს
29-07-2021
ნიკოლ ფაშინიანი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე რუსი მესაზღვრეების განთავსების საჭიროებაზე საუბრობს
ნიკოლ ფაშინიანი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე რუსი მესაზღვრეების განთავსების საჭიროებაზე საუბრობს

"არსებული ვითარების გათვალისწინებით, ვფიქრობ, რომ აზრი აქვს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის მთელი სიგრძის გასწვრივ რუსი მესაზღვრეების პუნქტების განთავსების საკითხის განხილვას", - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს სადემარკაციო და სადელიმიტაციო სამუშაოების სამხედრო შეტაკებების რისკის გარეშე განხორციელების შესაძლებლობას გააჩენს.

"ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ვაპირებთ ამ თემის განხილვას ჩვენს რუს კოლეგებთან. ჩვენი მოქალაქეებისგან მიღებული მანდატის თანახმად, მთავრობა აპირებს, მიიღოს ყველა
საჭირო ზომა ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების, მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად", - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
 რა სახის ინფორმაცია გაინტერესებთ დღეს ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რა სახის ინფორმაცია გაინტერესებთ დღეს ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები