"შესაძლებელი იქნება სპორტსმენებისთვის ე.წ. გენეტიკური ანალიზის ჩატარება" - რას გულისხმობს ლაბორატორია, რომლის გახსნაზეც თეა წულუკიანი საუბრობს
29-07-2021
"შესაძლებელი იქნება სპორტსმენებისთვის ე.წ. გენეტიკური ანალიზის ჩატარება" - რას გულისხმობს ლაბორატორია, რომლის გახსნაზეც თეა წულუკიანი საუბრობს
კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრის, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში იფუნ­ქცი­ო­ნი­რებს სა­მე­დი­ცი­ნო ლა­ბო­რა­ტო­რია, სა­დაც ახალ­გაზ­რდა სპორ­ტსმე­ნე­ბის­თვის გე­ნე­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზის ჩა­ტა­რე­ბა იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ამის შე­სა­ხებ წუ­ლუ­კი­ან­მა სპორ­ტის გან­ვი­თა­რე­ბის 10-წლი­ა­ნი გეგ­მის წარ­დგე­ნი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­ნის­ტრის თქმით, შე­დე­გად შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა სწო­რად და­გეგ­მონ თა­ვი­ან­თი კა­რი­ე­რა.

"სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრე­ბის ბა­ზა­ზე 10 წლის­თავ­ზე იფუნ­ქცი­ო­ნი­რებს ის, რაც არ გვაქვს ქვე­ყა­ნა­ში. ეს გახ­ლავთ თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ლა­ბო­რა­ტო­რია, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლია ახალ­გაზ­რდა სპორ­ტსმე­ნე­ბის­თვის ე.წ. გე­ნე­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზის, კუნ­თის ქსო­ვი­ლის შეს­წავ­ლი­სა და სხვა ტი­პის სა­მე­დი­ცი­ნო
გა­მოკ­ვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, რათა მათ სწო­რად და­გეგ­მონ თა­ვი­ან­თი წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა და მა­გა­ლი­თის­თვის, ჩემ­ნა­ირ ადა­მი­ანს არ ეგო­ნოს, რომ კარ­გი კა­ლათ­ბურ­თე­ლი გა­მო­ვა", – გა­ნა­ცხა­და წუ­ლუ­კი­ან­მა.


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
 რა სახის ინფორმაცია გაინტერესებთ დღეს ყველაზე მეტად?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
რა სახის ინფორმაცია გაინტერესებთ დღეს ყველაზე მეტად?
თვის კითხვადი სტატიები