"შესაძლებელი იქნება სპორტსმენებისთვის ე.წ. გენეტიკური ანალიზის ჩატარება" - რას გულისხმობს ლაბორატორია, რომლის გახსნაზეც თეა წულუკიანი საუბრობს - კვირის პალიტრა

"შესაძლებელი იქნება სპორტსმენებისთვის ე.წ. გენეტიკური ანალიზის ჩატარება" - რას გულისხმობს ლაბორატორია, რომლის გახსნაზეც თეა წულუკიანი საუბრობს

კულტურისა და სპორტის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოში იფუნქციონირებს სამედიცინო ლაბორატორია, სადაც ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის გენეტიკური ანალიზის ჩატარება იქნება შესაძლებელი.

ამის შესახებ წულუკიანმა სპორტის განვითარების 10-წლიანი გეგმის წარდგენისას განაცხადა.

მინისტრის თქმით, შედეგად შესაძლებელი იქნება, რომ ადამიანებმა სწორად დაგეგმონ თავიანთი კარიერა.

"სამედიცინო ცენტრების ბაზაზე 10 წლისთავზე იფუნქციონირებს ის, რაც არ გვაქვს ქვეყანაში. ეს გახლავთ თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ლაბორატორია, სადაც შესაძლებელია ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის ე.წ. გენეტიკური ანალიზის, კუნთის ქსოვილის შესწავლისა და სხვა ტიპის სამედიცინო გამოკვლევების ჩატარება, რათა მათ სწორად დაგეგმონ თავიანთი წარმატებული კარიერა და მაგალითისთვის, ჩემნაირ ადამიანს არ ეგონოს, რომ კარგი კალათბურთელი გამოვა", – განაცხადა წულუკიანმა.