ნიკა მელია საპარლამენტო მანდატს ტოვებს - კვირის პალიტრა

ნიკა მელია საპარლამენტო მანდატს ტოვებს

"ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია საპარლამენტო მანდატს ტოვებს. შესაბამისი განცხადება მელიამ რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე გააკეთა.

მისი თქმით, ელენე ხოშტარიასთან ერთად მთლიანად ერთვება საარჩევნო პროცესში, "რათა ოქტომბრის რეფერენდუმზე "ქართული ოცნების" დამარცხება გაფორმდეს".

რაც შეეხება პარლამენტში შესულ პარტიის სხვა წევრებს, მელია "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს მიმართავს, საკანონმდებლო ორგანოში დარჩნენ, რათა "ცალკეული ტექნიკური საკითხი ბოლომდე მიიყვანონ".